„შემოსაზღვრე საქართველო“


პროექტ „შემოსაზღვრე საქართველოს“ ფარგლებში, ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, ივანე მაჩაბლის სახელობის პროფესიულმა სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა სპექტაკლი „უჩინმაჩინის ქუდი“ წარმოადგინა. მოგვიანებით, სასახლეში ნაჩვენები იქნა ლევან ლომაშვილის მხატვრულ-დოკუმენტარული ფილმი „თამარი“.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელოვნებისა და განათლების დეპარტამენტის დირექტორის ირინე საგანელიძის თქმით, პროექტი საქართველოში მეორე წელია მიმდინარეობს. „ჩვენი მიზანია მჭიდრო ურთიერთობა გვქონდეს საზოგადოებასთან, ახალგაზრდებთან, იმისათვის, რომ მათი ინიციატივები, სურვილები მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული“. კულტურის სამინისტროს წარმომადგენლის განმარტებით, “კულტურული კომპონენტები მიზნად ისახავს რეგონებში ახალგაზრდობის ინტელექტუალური დონის ამაღლებას, განვითარებას, მეტ ინტეგრაციას კულტურულ სივრცესთან. იმედი გვაქვს, რომ სწორედ ასეთი ღონისძიებებით ჩვენი ურთიერთობა უფრო შედეგიანი და ინტენსიური იქნება“-აღნიშნა საგანელიძემ.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=D3Urm3yhKvY[/embedyt]


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!