ქალაქის საკრებულოს საპროექტო წინადადებები ზუგდიდელებისათვის


დღეს, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ერთხმად მოიწონა ორი საპროექტო წინადადება, რომელიც ეხება ქალაქ ზუგდიდის საჭადრაკო სკოლის შენობის რეკონსტრუქცია- რეაბილიტაციას და ქალაქ ზუგდიდში სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონული სამსახურის შენობის მშენებლობას. 

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  ეკონომიკის,  ურბანული განვითარებისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თენგიზ ქოჩუას თქმით, ჭადრაკის სასახლეში 180-მდე მოსწავლე ირიცხება, რომელსაც ვერ აკმაყოფილებს აღნიშნული შენობა, შევძლებთ შენობის ორ სართულიანად გადაკეთებას, სრულად რეაბილიტაციას. დეპუტატის ინფორმაციით, პროექტის სავარაუდო ღირებულებაა 750ათასი ლარი. სამუშაოები დაიწყება სექტემბრის  ბოლოს და დასრულდება 2018 წლის აპრილში. რაც შეეხება მეორე პროექტს, საპროექტო ღირებულება დაახლოებით 416 ათას ლარს შეადგენს. დეპუტატის განმარტებით, თანხები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი ფონდიდან გამოიყოფა.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!