რუსთაველის იუბილისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია უნივერსიტეტში


შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიხსნა შოთა რუსთაველის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ირანის რესპუბლიკიდან ჩამოსულმა სტუმრებმა.  უნივერსიტეტის ფოიეში მოეწყო სტუმრის, მხატვრისა და კალიგრაფისტის ჰელენ იოსელიანის ნამუშევრების გამოფენა. სტუმრებს  შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერენიათ “ვეფხისტყაოსნის” ილუსტრაციები. მოწვეულ სტუმრებს მიესალმა შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი თეონა ხუფენია, რომელმაც ისაუბრა საერთაშორისო კონფერენციის მნიშვნელობაზე. მან დამსწრე საზოგადოებას მადლობა გადაუხადა მოსვლისათვის და მხარდაჭერისათვის. თეონა ხუფენიამ ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ  ეს არ არის უნივერსისტეტის სივრცეში და ისტორიაში პირველი საერთაშორისო კონფერენცია. მისი თქმით, უნივერსიტეტში უფრო მასშტაბური ფოლკლორული კონფერნციები ჩატარებულა. [embedyt] http://www.youtube.com/watch?v=hGhiwQMl-6s[/embedyt]

პროფესორ ავთანდილ ნიკოლეიშვილს დღევანდელი კონფერენციის ღირსებად მიაჩნია ირანის რესპუბლიკიდან ჩამოსული სტუმრების ვიზიტი. მისი განმარტებით, სტუმრის უაღრესად საინტერესო მაღალ -პროფესიულ დონეზე შესრულებული ნამუშევრების ნახვის შემდეგ, ყველა დაეთანხმება იმას, რომ ქართული სული ცოცხლობს, არა მარტო საქართველოში, არამედ იქ, სადაც ქართველები ცხოვრობენ.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=gRPnPhjQnK4[/embedyt]

ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის რეზო შეროზიას აზრით, ვერც თვითონ და უმრავლესობა ვერ დაეთანხმება იმ მოსაზრებას,   თითქოს რუსთაველის 850 წელი არის საიუბილეო წელი.ის ამბობს, რომ 850 წლის წინ რუსთაველი დაბადებული არ იქნებოდა. რომ ჯერ კიდევ, ბევრი რამ არის შესასწავლი რუსთაველის ბიოგრაფიაში.
მოწვეულმა სტუმარმა ჰელენ იოსელიანმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ “ვეფხისტყაოსნით” დაინტერსება პატარაობიდანვე ჰქონდა. ჰელენის თქმით, როცა თავისი ხელობით  დაიწყო მუშაობა, გადაწყვიტა, ისეთი ნამუშევრები შეექმნა, რომელიც დაკავშირებული იქნებოდა “ვეფხისტყაოსანთან”.

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!