პრემიები უქმე დღეებისთვისაც გაიცემა


დღეს, ქალაქის ზუგდიდის საკრებულოს მორიგ სხდომაზე, დეპუტატების განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია  დღის წესრიგის ერთ – ერთმა საკითხმა, რომელიც ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირთა და მოსამსახურეთა პრემიების ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესს შეეხებოდა.  საკითხი, რა თქმა უნდ,ა დეპუტატებმა ხმათა უმრავლესობით მიიღეს.  საკითხს მხარი არ დაუჭირეს მხოლოდ ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ბათუკა შელიამ და ,,ბურჯანაძე-დემოკრატების” წარმომადგენელმა თენგიზ ხარჩილავამ.

პრემიების გაცემის წესთან დაკავშირებით თავისი დამოკიდებულება ჰქონდა არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართელოს“  ზუგდიდის ოფისის წარმომადგენელს არჩილ თოდუას, რომელმაც საკრებულოს გარკვეული რეკომენდაციებიც შესთავაზა, მათ შორის ის, რომ საჯარო მოხელეებზე პრემიები უქმე დღეებისათვის არ გაცემულიყო. არჩილ თოდუა ამბობს, რომ ქალაქის საკრებულომ მისი რეკომენდაციები მხოლოდ ნაწილობრივ გაითვალისწინა.

 

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!