“მხიარული ნოტები” 2018 დაიწყო


“მხიარული ნოტები” 2018 დაიწყო. სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის დაქვემდებარებული საბავშვო ბაღების აღსაზრდელებმა, დღეს, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის სცენაზე ულამაზესი სანახაობა აღმზრდელებთან ერთად გამართეს. 
კვირეული მისასალმებელი სიტყვით ა(ა)ი.პ. “ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრი”-ს დირექტორმა, ქლბატონმა ხათუნა თოლორაიამ გახსნა, რომელმაც აღნიშნა, რომ 2017-2018 სასწავლო წელი განსაკუთრებით წარმატებული იყო აღსაზრდელებისათვის.35686799_533234230424361_2033078123100110848_n

 ხათუნა თოლორაიამ ღონისძიების დასასრულს, წარმატებები უსურვა ბავშვებს და სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული საბავშვო ბაღები, სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის მიერ დაწესებული სიგელებით დააჯილდოვა.35629261_533235680424216_4321284854135128064_n

 კვირეულის გახსნას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სხვადასხვა სამსახურის ხელმძღვანელები, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, აღსაზრდელთა მშობლები, სხვა დაინტერესებული პირები და მასმედია ესწრებოდა.
ღონისძიება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის ორგანიზებით იმართება. ის 20 ივნისიდან დაიწყო და 27 ივნისს დასრულდება, სადაც 44 საბავშვო ბაღის აღსაზრდელები მიიღებენს მონაწილეობას.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!