მოქალაქეები ეწინააღმდეგებიან კვართის ზუგდიდიდან გადაბრძანებას


დღეს, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტის გერასიმეს რეზიდენციასთან მოქალაქეები შეიკრიბნენ, რომლებმაც გააპროტესტეს ზუგდიდის მუეუმში დავანებული მსოფლიო მნიშვნელობის სიწმინდის ღვთისმშობლის კვართის შესაძლო გადაბრძანება ხობში.  

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ადგილზე უნდა ჩამოსულიყო სიწმინდეების შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარე მეუფე ვახტანგი. მოგვიანებით მეუფე გერასიმემ მრევლს, მიმართა და განაცხდა, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას საკითხთან დაკავშირებით მოქალაქეები, მოგვიანებით გაიგებენ ზუგდიდში ჩამოსული მეუფე ვახტანგისგან და მრევლს მოუწოდა საღამოს რვა საათისათვის შეკრებილიყვნენ მშენებარე ტაძართან.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=yOIgevNQTJk[/embedyt]

მოქალაქე ეთერ ჭანტურიამ “ზუგდიდელებს”უთხრა, რომ კვართს არ დათმობენ, არავითრა შემთხვევაში. “კვართი დარჩება ჩვენთან სამეგრელოში, სადაც საჭიროა”. [embedyt] http://www.youtube.com/watch?v=zrn_S5nFivQ[/embedyt]

ადგილზე იმყოფებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და საჯარო მოხელეები.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!