მიმდინარეობს ზუგდიდის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა ჭადრაკში


ჩემპიონატს ზუგდიდის “მაკდონალდსი” უკვე მეორედ მასპინძლობს,  სასიამოვნო გარემოს უქმნის ტურნირის მონაწილეებს. უმაღლესი ლიგა მოიცავს 5 ასაკობრივ ტურნირს: 20 წლამდე ღია, 14 წლამდე გოგონათა, 12 წლამდე ჭაბუკთა, 8 წლამდე ჭაბუკთა და 8 წლამდე გოგონათა შორის. ტურნირი შვეიცარული სისტემით 7 ტურად იმართება.

კენჭისყრა ტარდება კომპიუტერული პროგრამით Swiss-Manager. კენჭისყრა განთავსებულია საჭადრაკო სერვერზე: www.chess-results.com
20 წლამდე ასაკობრივ ტურნირში დაითვლება „ფიდე“-ს რეიტინგი. უმაღლესი ლიგა ერთ კვირას გასტანს. 26 ივნისს გამოვლინდებიან ზუგდიდის ჩემპიონები და მეორე-მესამე ადგილის პრიზიორები.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!