მერობის კანდიდატმა გოგიტა ბიგვავამ ბრიფინგი გამართა


„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა გოგიტა ბიგვავავამ, დღევანდელ ბრიფინგზე, განაცხადა, რომ  „ქართულმა ოცნებამ“  დაკარგა კონტროლი და სადავეები მის მიერვე შექმნილ სატყუარაზე, რომელიც ზვიად სიჭინავას პოლიტიკურ სივრცეში შემოყვანას გულისხმობს.  ბატონი სიჭინავა იმდენად გაერთო პოლიტიკურ თამაში, რომ მას დაავიწყდა თავისი მისია. მან თავისი ფინასური რესურსებიდან გამომდინარე, დაიწყო დამოუკიდებელი თამაში, მან მთლიანად დაიმორჩილა ბურჯანაძე-დემოკრატები ზუგდიდში.“ მერობის კანდიდატის ინფორმაციით, ამ საქმეში მონაწილეობს „ევროპული საქართველო“, რომელიც “ქართული ოცნების” დასუსტების მიზნით, დომენტი სიჭინავას გაძლიერებით არის დაინტერესებული.  გოგიტა ბიგვავა ამბობს. რომ „ბურჯანაძე-დემოკრატების“ შტაბის ხელმძღვანელმა თავის მეუღლეს ციცინო ფიფიას დაამზადებინა ვიდეორგოლი, რომელიც სოციალურ ქსელში განთავსდა. ბიგვავას თქმით,  ვიდეოთი ჩანს, ქალბატონი, თუ როგორ მოუწოდებს მოსახლეობას მხარი დაუჭირონ ზვიად სიჭინავას კანდიდატურას, მაშინ როდესაც „ბურჯანაძე-დემოკრატებს“ ზუგდიდში მერობის კანდიდატად ზურაბ ჯინჯოლავა ყავთ წარმოდგენილი. გოგიტა ბიგვავას განმარტებით, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ ემიჯნება მსგავს ქმედებას და პოლიტიკური სივრცის დაბინძურებას.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=F7mAj1Ak8Tk[/embedyt]

„ევროპული საქართველოს“ საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა ბათლომე შელიამ, აღნიშნულ ბრალდებეზე, ჟურნალისტებთან განაცხადა: „გოგიტა ბიგვავა, საერთოდ, რომ არის  მერობის კანდიდატი ეს ჩვენი ქალაქის სირცხვილია და მისი პოლიტიკური ინტელექტი ფაქტიურად, ნულის ტოლია, ეს მის განცხადებაში ეტყობა“. ბათლომე შელიას თქმით, დომენტი (ზვიად) სიჭინავასთან გარიგებაზე საუბარი არის პოლიტიკურად ბეცი ორგანიზაციის განცხადება.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=MEik6-JJTxg[/embedyt]

“ნინო ბურჯანაძე -დემოკრატიული მოძრაობის” ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გონერ პაპავამ ჟურნალისტებს გვითხრა, რომ აღნიშნულ ბრალდებასთან დაკავშირებით მოგვიანებით გააკეთებს კომენტარს.

დომენტი (ზვიად) სიჭინავას პრესსამსახურმა გვითხრა, რომ “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” ზუგდიდის მერობის კანდიდატის არასერიოზულ განცახდებაზე კომენტარს არ გააკეთებენ.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!