მათი ხსოვნის უკვდავსაყოფად


ზუგდიდის “სკეიტ პარკში”, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჯარისკაცებთან ერთად, სიმბოლური ნიშნული, სადაც მალე აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალი განთავსდება ყვავილებით შეამკეს, სანთლები დაანთეს და პატივი მიაგეს აგვისტოს ომში გარდაცვლილთა ხსოვნას.

აქვე მოეწყო ფოტოგრაფ ლევან გაბეჩავას ფოტოების გამოფენა.ფოტო3

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს, სულ 37 ადამიანი ემსხვერპლა. მუნიციპალიტეტის მერია გარდაცვლილთა ოჯახებს ყოველწლიურად 1000 ლარს ურიცხავს.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!