ლილი ბერაია: შარშანაც სიცრუე აღმოჩნდა კვართთან დაკავშირებული ინფორმაცია


სიწმინდეები და კვართი, რომლის დასაცავადაც, დღეს, კიდევ ერთხელ იკრიბებიან ზუგდიდელები, დადიანების ისტორიულ-არქიტექტორული მუზეუმშია დაბრძანებული.  ამ საკითხთან დაკავშირებით,”ზუგდიდელები” დაუკავშირდა მუზეუმის დირექტორს.ლილი ბერაიამ გვითხრა, რომ მისთვის არ იყო ცნობილი მეუფის რეზიდენციასთან  მოსახლეობის შეკრების მიზეზი. „მე არ ვიცი არაფერი, მეც ხომ უნდა მცოდნონდა რაღაც, მაგრამ მე არაფერი გამიგია, პირველად თქვენგან მესმის ეს ინფორმაცია. ვიღაცას ხომ უნდა ეთქვა ჩემთვის ამის შესახებ მთავრობიდან. არავის დავუვუწყებივარ.  ჩემთვის არც ეპარქიიდან დაურეკავთ. მე ყველაფერს ბოლოს ვიგებ. მსგავსი შემთხვევა იყო შარშანაც. მშენებარეში უამრავი ხალხი იყო შეკრებილი და ეშინოდათ კვართის გადაბრძანების, მაგრამ სიცრუე გამოდგა. ჩემი პოზიცია ის იქნება, რასაც მთავრობა გადაწყვეტს. საკითხთან დაკავშირებით,  დასხდებიან კომპეტენტური პიროვნებები, იმსჯელებენ და მიიღებენ გადაწყვეტილებას.“.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!