ლელა ქებურიამ #29 საარჩევნო უბანში მისცა ხმა


“ევროპული საქართველოს” მერობის კანდიდატი და საქართველოს პარლამენტის წევრი ლელა ქებურია, ქალიშვილთან ერთად, მივიდა #29 საარჩევნო უბანში და როგორც თვითონ თქვა ჟურნალისტებთან, ხმა მისცა საქართველოს განვითარების პერსპექტივას  და თითოეული ზუგდიდელის კეთილდღეობაზე ორიენტირებულ ადამიანებს.

ლელა ქებურიამ, ჟურნალისტების შეკითხვაზე, თუ როგორ შეაფასებდა საარჩევნო გარემოს, თქვა, რომ გაუჭირდება მისი დადებითად შეფასება, მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ დღეს, ზუგდიდში, მშვიდობიანად ჩაიაროს არჩევნებმა.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!