ლაშა გოგია გარემოვაჭრეებთან ინდივიდუალურ შეხვედრებს გეგმავს


დღეს, გარემოვაჭრეთა ერთი ნაწილი, ქალაქის მერს შეხვდა. მოვაჭრეთა განმარტებით, მერიის მიერ შეთავაზებული ფართები სავაჭრო ცენტრ „ალაიანსში“ მათთვის მიუღებელია, რადგან  გადასახადის გადახდას ვერ შეძლებენ და კვლავ საპროტესტო აქციებს აანონსებენ. „არავითარ შემთხვევაში არ გავჩერდებით, აქციებს დავიწყებთ, აქ დავდგებით ბოლომდე და ჩვენს უფლებებს დავიცავთ“- უთხრა ჟურნალისტებს მარინა ფარულავამ.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=SOP45aUm3UA[/embedyt]

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ქალაქის მერმა. ლაშა გოგიას განმარტებით, ზუგდიდში გარევაჭრობა არ იქნება. “ჩვენ შევთავაზეთ ქალბატონებს ადგილები სხვადასხვა ობიექტზე. ჯერჯერობით, უარზე არიან. მივეცით პირობა, რომ სათითაოდ შევხვდებით და კიდევ ერთხელ დავილაპარაკებთ“.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=Dfi0VgfpNpw[/embedyt]


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!