ლაშა გოგია ამომრჩევლებს მადლობას უხდის ნდობისთვის


“ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის პრესსამსახურმა, გაავრცელა ლაშა გოგიას მადლობის ტექსტი მისი ამომრჩევლებისადმი: “მადლობა ნდობისთვის! მადლობა თითოეულ ამომრჩეველს ვინც უბანზე მოვიდა და მხარდაჭერა გამომიცხადა, მადლობა მათაც ვინც ხმა სხვას მისცა, მე დღეიდან ყველას მერი ვარ! მე ვიქნები მერი, რომელიც თქვენი პრობლემების მოგვარებაზე, თქვენს უკეთეს მომავალზე იზრუნებს. ჩვენ ერთად ავაშენებთ უკეთეს ზუგდიდის!ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი პრობლემა მოსაგვარებელი, ბევრ საჭიროებებს უნდა გავცეთ პასუხი, ამისთვის კი პირველ რიგში თქვენი მხარდაჭერა და თანადგომა გვჭირდება. ჩვენ წინ გველოდება დატვირთული 4 წელი! მუშაობა არ იქნება ადვილი, მაგრამ თქვენთან ერთად შევძლებთ ზუგდიდი იყოს უკეთესი ქალაქი, სადაც ცხოვრება ყველას გაგვიხარდება. მინდა მადლობა გადავუხადო პარტია „ქართულოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“, იმ ნდობისა და შესაძლებლობისთვის რაც მათ მომცეს! ეს წინასაარჩევნო კამპანია არ იყო ადვილი, მაგრამ ჩვენ შევძელით კამპანია  ყოფილიყო ყველაზდე მშვიდი, თავისუფალი და კონკურენტული. ჩვენ ზუგდიდში გვქონდა ყველაზემასშტაბური, ყველაზე ორგანიზებული და დასამახსოვრებელი საარჩევნოკამპანია. მადლობა ამისთვის თითოეულ კოორდინატორს, აგიტატორს, ზონის უფროსს, შტაბის ხელმძღანელობას, თითოეულ თანამშრომელს დაუღალავი მუშაობისთვის.

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!