ლაშა გოგიამ, 25 ოჯახს, სახლის სიმბოლური გასაღები გადასცა


დღეს, ზუგდიდის მოსწავლე -ახალგაზრდობის განვითარების სასახლეში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა ლაშა გოგიამ, იმ ოჯახებს, რომლებიც “ერთი თბილი ოთახი”-ს პროგრამაში ჩაერთვნენ და სოციალური სახლების მშენებლობის პროგრამაში მოხვდნენ, სიმბოლური გასაღებები გადასცა.მუნიციპალიტეტის მერია 40-მდე სოციალურ პროგრამას ახორციელებს, რომელთა მიზანი მოქალაქეების ჯანმრთელობისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაა. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით ეფექტურია უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროგრამა, რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ექსკლუზივია და წარმატებით ხორციელდება 2015 წლიდან.

მიმდინარე წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე 25 ოჯახს ახალ სახლს აუშენებს, ხოლო წლის ბოლოს საცხოვრებელ ფართს 30-მდე სოციალურად დაუცველი ოჯახი მიიღებს.

“ერთი თბილი ოთახის”-ს პროგრამაში კი 20 ოჯახი ჩაერთვება. ახალმოსახლეთა და “ერთი თბილი ოთახი”-ს პროგრამით მოსარგებლეთა შორის სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანები, შშმ პირები, მარტოხელა დედები, მარჩენალდაკარგულები და ხანდაზმულები არიან, მათ შორის 96 ბავშვი და 14 შშმ პირია.

2018 წელს პირველად ამ პროექტით სარგებლობის შესაძლებლობა მიეცათ ქალაქის მაცხოვრებლებსაც. პროექტში მონაწილეობის განაცხადი შემოიტანა 210 მოქალაქემ, მათ შორის 132 სახლის მშენებლობაზე, ხოლო 78 – “ერთი თბილი ოთახის” მოწყობაზე. შესაბამისი კომისიის მიერ ადგილზე გადამოწმდა და განხილულ იქნა ყველა განცხადება. კომისიამ, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის, სამოქალაქო სექტორის, ასევე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, კენჭისყრის წესით შეარჩია გამარჯვებულები. აღნიშნული პროგრამისთვის, მიმდინარე წელს, 700 000 ლარია გამოყოფილი, აქედან 100 000 ლარი “ერთი თბილი ოთახი”-ის პროექტისთვისაა გათვალისწინებული. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 2015-2016-2017 წლებში 66 სახლი აშენდა.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!