ლაშა გოგიამ, “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატები და პარტიული სია წარადგინა.


დღეს, “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატმა ლაშა გოგიამ, მაჟორიტარობის კანდიდატები და”ქართული ოცნების” პარტიული სია წარადგინა. შეხვედრის დასაწყისში კი, ლაშა გოგიამ, დამსწრე საზოგადოებას გააცნო მუნიციპალიტეტში განხორციელებული, განსახორციელებელი და მიმდინარე პროექტები.

ლაშა გოგიამ თავის გამოსვლაში, ყურადღება გაამახვილა ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღზე და თეატრზე. მისი თქმით, ზუგდიდელებს წელიწადნახევარში განახლებული ბოტანიკური ბაღი ექნებათ, რომლისთვისაც 10 მილიონამდე ლარი დაიხარჯება.”რაც შეეხება ზუგდიდის თეატრს, თეატრი, წლებია, სავალალო მდგომარეობაშია, თუმცა უკვე მერიის მიერ მშენებლობის ნებართვას ხელი მოეწერა და ძალიან მალე გვექნება განახლებული შენობა, რომლის რეაბილიტაციისთვის “ქართუ ჯგუფი” ოც მილონამდე ლარს ხარჯავს. მისი თქმით, თეატრს ექნება  ევროპული სტანდარტების ორი დარბაზი, თეატრს ექნება სახელოსნო, საგრიმიორო, სამკერვალო, საკონფერენციო დარბაზი. ლაშა გოგიამ მოწვეულ სტუმრებს უთხრა, რომ ორ წელიწადში, მათთან ერთად, დაესწრება პრემიერას.  მერობის კანდიდატმა, თავის გამოსვლაში, ისაუბრა განათლებაზე, კულტურაზე, ჯანდაცვაზე და ახალგაზრდულ საკითხებზე. მოგვიანებით, მერობის კანდიდატმა, საზოგადოებას, წარუდგინა პარტიული სიის პირველი ნომრები და მაჟორიტარობის კანდიდატები. ლაშა გოგიამ განაცხადა: ” ეს არის ახალი, უალტერნატივო გუნდის ნაწილი, ვისთან ერთად მოვდივარ და ჩვენ მზად ვართ, ზუგდიდი ვაქციოთ ბევრად უკეთეს ქალაქად”.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=7u8aNLE9TA0[/embedyt]

შევედრის დასასრულს, “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ მათთვის, პრიორიტეტულია ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ჯანდაცვა და სოციალური საკითხების მოგვარება.

“ქართული ოცნების” საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატის მამუკა წოწერიას განმარტებით, “ქართული ოცნება” 21 ოქტომბერს გაიმარჯვებს და უფრო ახლოს იქნება ხალხთან[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=G8y97fC3shA[/embedyt].

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!