დღეს, ზაზა სარალიძის მხარდასაჭერი აქცია ისევ გაიმართება


თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის ოჯახის მხარდასაჭერი აქცია ზუგდიდში დღესაც გაიმართება. აქციის მონაწილეები ცენტრალურ ბულვარში შეიკრიბებიან და სოლიდარობას გამოუცხადებენ გარდაცვლილის ოჯახს.

დღეს, 15:00 საათზე, ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში ვიკრიბებით და კიდევ ერთხელ ვუცხადებთ სოლიდარობას იმ ოჯახებს, რომლებიც დღემდე ამაოდ ეძებენ სამართლიანობას. გამოდით ყველანი! ეს უნდა იყოს, ყოველგვარი ვიწრო პარტიული კლიშეებისაგან თავისუფალი აქცია სადაც თავის სიტყვას იტყვის მოქალაქე! მხოლოდ ირაკლი შოთაძის გადადგომა არ არის გამოსავალი, გამოსავალია სისტემურად პრობლემური საგამოძიებო სისტემის დანგრევა, რომელიც თითქმის 15 წელია ვერ ახერხებს მნიშვნელოვანი საქმეების გამოძიებას, რომელიც 15 წელია ხელმძღვანელობს შერჩევითი სამართლის პრინციპით და ხელს აფარებს დამნაშავეებს. სამართლიანობა უნდა აღსრულდეს, სისტემა უნდა დაინგრეს და გაიწმინდოს დამნაშავეებისაგან, ძალაუფლება ჩვენშია, მოქალაქეებში და დავანახოთ იგი ხელისუფლებას!”- აცხადებს ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი ემზარ კვარაცხელია.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!