დადიანების კარის ეკლესიაში მალანიების საგვარეულო ხატი დააბრძანეს


დღეს, ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის  დადიანების კარის ეკლესიაში, მალანიების საგვარეულო ხატი დააბრძანეს. ზუგდიდელმა მღვდელმა იოსებ მალანიამ და აბაშელმა მღვდელმა თეოდორე მალანიამ, ხატს პარაკლისი გადაუხადეს.

მღვდელმა თეოდორე მალანიამ დალოცა პარაკლისზე შეკრებილი გვარის წარმომადგენლები და რწმენა გამოთქვა, რომ ხატი შეუწყობს ხელს გვარის შეკვრას და გაძლიერებას.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=6_nDtcU3kAc[/embedyt]

პარაკლისზე იმყოფებოდნენ მალანიების გვარის წარმომადგენლები სამეგრელოს სხვადასხვა ქალაქიდან და რაიონიდან. ფრიდონ მალანიამ “ზუგდიდელებთან” საუბარში აღნიშნა, რომ მალანიების გვარი წარმოშობით ჩხოროწყუს რაიონიდან, სოფელ კირცხიდანაა, მაგრამ გაფანტული არიან საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. “დღეს, მე, აქ, ბევრი ჩემთვის უცნობი მალანია გავიცანი. ჩემს გონებას არასდროს დაავიწყდება ეს დღე”.

[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=o1sZpwB7rU4[/embedyt]მალანიების საგვარეულო ხატი, პატრიარქის კურთხევით  და გვარის წარმომადგენელთა თხოვნით, დაწერა სენაკელმა ხატმწერმა ლაშა ცეკვაშვილმა. ხატმწერის განმარტებით, ის ხატზე ორი კვირა მუშაობდა. “ეს გახლავთ ღვთისმშობლის მიძინების ხატი. სადაც გამოსახული არიან: მოციქულები, მღვდელმთავრები და ანგელოზები.” IMG_4437ხხატმწერის განმარტებით, ის ხატზე ორი კვირა მუშაობდაობდა.”ეს ხატი გახლავთ ღვთისმშობლის მიძინების. ხატზე არია 

მალანიების საგვარეულო ხატი კარის ეკლესიაში დარჩება კვირის ბოლომდე, შემდეგ კი, წააბრძანებენ თბილისში, სამების ტაძარში და 3 ივნისს, მალანიების გვარის კურთხევის პარალელურად აკურთხებენ. ხატი მოივლის მთელს საქართველოს და სხვადასხვა ქალაქში მცხოვრებ მალანიებს შესაძლებლობა ექნებათ მოილოცონ ის.ქულები, მღვდელმტავრები, და ანგელოზები.. ამ საქმეში ჩართულნი ივნენ მამები. როგორც ვიცი, გვარის კურთხევა სამ ივნიმასააატმწერის განმარტებით, ის ხატზე ორი კვირა მუშაობდაობდა.”ეს ხატი გა


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!