“გვახსოვს 7 ნოემბერი”, “არა ნაცებს”, “არა ძალადობას”, აქცია ზუგდიდში


ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას ძეგლთან, აქცია “გვახსოვს 7 ნოემბერი”, “, “არა ნაცებს”, “არა ძალადობას” გაიმართა. აქციის მონაწილეებმა 2007 წლის 7 ნოემბერს თბილისში განვითარებული მოვლენები გაიხსენეს და გააპროტესტეს. დღევანდელ აქციაზე იმყოფებოდა ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია.

მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ 7 ნოემბერი არის ძალიან მძიმე დღე ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში. “ეს იყო დღე, როცა ხელისუფლებამ იძალადა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. ეს იყო დღე, როცა საბოლოოდ გაიყო ქართველი ხალხის და ხელისუფლების გზები, რომელიც დამთავრდა მოძალადე ხელისუფლების გაშვებით 2012 წელს, ეს დღე ახსოვს ქართველ ხალხს და ემახსოვრება დიდ ხანს. ხელისუფლებამ იკადრა და გაბედა, სასტიკად იძალადა საკუთარი ხალხის წინაშე, ეს ხელისუფლება საქართველოში ვერასდროს ვერ დაბრუნდება”.

აქციაზე იმყოფებოდა ზუგდიდის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ფიფია. მან ჟურნალისტებთან განაცხადა რომ: “ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ ფაშიზმი, 40-იანი წლები, ჩვენთვის საქართველოსთვის ეს წლები სრულიად იდენტური იყო იმ წლების. აქ სხვანაირად სდიოდა სისხლი მსხვერპლს. ეს იყო ტიპიური ნაცისტური აზროვნება, ნაცისტური მოძრაობა. “არა” უკვე ვუთხარით ჩვენ მათ, აქ საუბარია საბოლოოდ უარყოფაზე, ნაცისტური აზროვნების და მოძრაობის”.

აქციიის ერთ-ერთმა მონაწილემ მურთაზ ლაგვილავამ აღნიშნა, რომ ის უარს ეუბნება სისხლიან მმართველობას და არ სურს, იმ ხელისუფლების დაბრუნება, რომლისაც ხალხს ეშინოდა. “ჩვენ ზუგდიდელი ახალგაზრდები პასუხისმგებლობას ვიღებთ და უარს ვეუბნებით მიშას და მიშასნაირ ნებისმერ ადამიანს, ვინც ხალხის მწვალებელია.”

დღეს, მსგავსი აქცია ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში გაიმართა.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!