გაუჩინარებული გოგიტა აბულაძის მშობლებმა აქცია ისევ გამართეს


 დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან, ანაკლიაში, ხუთი წლის წინ გაუჩინარებული გოგიტა აბულაძის მშობლებმა აქცია ისევ გამართეს. დაკარგულის მშობლებს პლაკატები ეჭირათ ხელში: „ გვითხარით სიმართლე რა უქენით გოგიტა აბულაძეს?“, „აალაპარაკეთ შოუმენი მალხაზ პაჭკორია“.

გაუჩინარებულის დედამ ცინარა აბულაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მათ ყურადღებას არავინ აქცევს და მათთან შესახვედრად არავინ გამოსულა.“გვითხრან სიმართლე, მათ იციან სიმართლე და არ გვეუბნებიან. არ შეგვიძლია, დავბერდით უკვე, ექვსი წელი მთავრდება 18 იანვარს. სიკვდილამდე გვინდა გავიგოთ სიმართლე“. ცინარა აბულაძემ განმარტა, რომ მათი შვილის საქმეში მონაწილეობდა კონტრდაზვერვის უფროსი მალხაზ პაჭკორია.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=5S7-Byr_fzg[/embedyt]

დღევანდელ აქციაზე იმყოფებოდა გოგიტა აბულაძის მამა, მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ მათი შვილის ამბავს არავინ ეუბნებათ. “არ ვიცით სად წაიყვანეს ჩემი შვილი, არფერი ვიცით, პატიოსანი ბიჭი იყო, მუშაობდა ცოლ-შვილი ყავდა.”[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=n4_mB5VzBH4[/embedyt]

აქციის მონაწილეებმა განაცახდეს: “ვიდგებით აქ, სადამდეც გავძლებთ” და აქვე დასძინეს, რომ აქციებს მომავალშიც გამართავენ.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!