„არტკოლხის“ დაჯილდოება


30 ივნისს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის დარბაზში, ფესტივალ ,,არტ კოლხის” მონაწილეების ოფიციალური მიღება და დაჯილდოება გაიმართა. სტუმრებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ, ქალაქ ზუგდიდის მერმა ირაკლი გოგოხიამ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ლაშა გოგიამ,
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ მერაბ ქვარაიამ  და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებმა უმასპინძლეს.
ფესტივალი 27-29 ივნისს მიმდინარეობდა და მასში საქართველოს, ლიტვის, სომხეთისა და რუსეთის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ფესტივალის გრან-პრის მფლობელი გახდნენ ლიტველები, ქალაქ იონავას ქორეოგრაფიული ანსამბლი “ლადუტა”.
წლევანდელი ფესტივალი საქველმოქმედო ხასიათისაა და შემოსული თანხები 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად შექმნილ ფონდში გადაირიცხება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!