ამალია ალშიბაია–ცნობილი ფოტოს გმირი, ცნობილი პედაგოგი გარდაიცვალა


ხვალ, ზუგდიდში, ამ ცნობილი ფოტოს გმირს, ქალბატონ ამალია ალშიბაიას დაკრძალავენ. ის, საკუთარ სახლში, მარტო მყოფი, შემთხვევით გაჩენილი ხანძრის კვამლმა გაგუდა. ამალია ალშიბაია,–ეს სახელი და გვარი არაერთი ზუგდიდელისთვის ცნობილია. ის ჯერ კიდევ ახალგაზრდა გოგონა მივიდა ზუგდიდის მე–7 საშუალო სკოლაში რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. მთელი ცხოვრება ღირსეულად ატარა მოსწავლეებისათვის უსაყვარლესი პედაგოგის სახელი. როგორც პოეტი ამბობს, ქალბატონი ამალი იყო “მასწავლებელი, ზოგჯერ უშვილო, მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”, ადამიანი, რომელიც აღსაზრდელებს, მარტო კონკრეტულ საგანს კიარა, ცხოვრებას ასწავლიდა,–ერთგულებას, ერთმანეთის გატანას, სიყვარულს, რადგან მას, მის ცხოვრებაშიც დიდი სიყვარულიც ჰქონია, დიდი ღალატიც და ტკენაც.

ამ ფოტოზე, ქალბატონი ამალია, მაშინ აღბეჭდა, ფოტოგრაფმა, როცა ის, მის საყვარელ მტრედებს აპურებდა. ცხოვრებაშიც ასეთი იყო ლუკმას უშურველდა გაგიყოფდათ, თავად მცირედითაც კმაყოფილდებოდა. მისი კოლეგები ხშირად საუბრობდნენ მის კეთილშობილებაზე, დიდსულოვნებაზე… ჩვევად ჰქონდა, გამოაცხობდა ალშიბაიების ტრადიციული რეცეპტით “პეროგს” და მთელს ზუგდიდს ჩამოუვლიდა ნობათით დღესასწაულებზე. ქალბატონ ამალის ტკბილი რჩევები, უტკბილეს “პეროგთან” ერთად, ბევრჯერ მოენატრება მის საახლობლოს.

amali1ხვალ, 1 თებერვალს, მას კოლეგები, ყოფილი აღსაზრდელები, ახლობლები და ზოგადად ზუგდიდელები, გამოემშვიდოებებიან. მსუბუქი იყოს, მისთვის ზუგდიდის მიწა.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!