ალექსანდრე მოწერელია–სამეგრელო–ზემო სვანეთის გუბერნატორად


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 6 რეგიონში ახალი გუბერნატორები წარადგინა. მამუკა ბახტაძემ სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში გუბერნატორად დაასახელა ალექსანდრე მოწერელია, მოადგილედ კი ნინო ვიბლიანი, რომელიც ჭუბერში რწმუნებული იყო.

“ალექსანდრე სახელმწიფო სტრუქტურებში მოდის კერძო სტრუქტურიდან მას აქვს ძალიან საინტერესო ბიზნესპროექტების გამოცდიელება სოფლის მეურნეობაში, როგორც მოგეხსენებათ ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი გახლავთ რეგიონებში ეკონომიკის ინკლუზიური ზრდა და დარწმუნებული ვარ, რომ ამ საქმეში ის შესძლებს თავისი  წვლილის შეტანას”.–განაცხადა ბახტაძემ

პრემიერ -მინისტრმა ახალ გუბერნატორებს წარმატებები უსურვა. “მინდა წარმატებები ვუსურვო თითოეულ თქვენგანს. ეს პოსტი მართლაც, რომ არის საუკეთესო შესაძლებლობა ახალი იდეების და ხედვების განსახორციელებლად. ჩვენი ქვეყნის რეგიონში არის განვითარების მნიშვნელოვანი პოტენციალი, მე ამაში ვარ დარწმუნებული და ამავე დროს, მჯერა, რომ ამ რესურს ჩვენ მაქსიმალურად ავითვისებთ და რაც მთავარია თვისობრივად შევცვლით ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების დონეს საქართველოს ყველა წერტილში”.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!