კორონავირუსი არ დაუდასტურდა ზუგდიდში გამოკვლეულ 31 პირს


  • ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 31 ადამიანის ბიოლოგიური მასალა გამოიკვლიეს ახალ COVID 19-ზე, მათ შორის იყვნენ სენაკის ცხელების კლინიკის მედპერსონალი. ყველა გამოკვლეულ პაციენტზე უარყოფითი პასუხია მიღებული.

როგორც ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიული მიმართულების ხელმძღვანელი ლელა ქაჯაია აცხადებს, ხვალიდან მესტიის მუნიციპალიტეტიდან მიღებული 31 ბიოლოგიური მასალა იქნება გამოკვლეული PCR ტექნოლოგიით. მომავალი კვირიდან კი ლაბორატორია მთელი დატვირთვით იმუშავებს. “საბედნიეროდ ისევ კარგი ამბები გვაქვს და 31 გამოკვლეულ პაციენტზე უარყოფითი პასუხი მივიღეთ. COVID 19-ზე PCR კვლევები კვლავ გრძელდება და მომავალი კვირიდან ჩვენი ლაბორატორია სრული დატვირთვით იმუშავებს”-ამბობს ლელა ქაჯაია.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!