გარდაიცვალა ზურაბ ჯაბუა

 "ზუგდიდდასუფთავების ცენტრის" თანამშრომლები, დღეს, უკანასკნელ გზაზე გააცილებენ კოლეგას,– გარდაიცვალა ზურაბ ჯაბუა–"ზუგდიდდასუფთავების ცენტრის" დირექტორის მოადგილე ტრანსპორტის დარგში. ბატონი ზურაბი, წლების განმავლიბაში, მუშაობდა "ზუგდიდასუფთავების ცენტრში" სხვადასხვა თანამდებობაზე. (more…)

გარდაიცვალა ჟურნალისტი ჯანიკო ფიფია

გარდაიცვალა ჟურნალისტი ჯანიკო ფიფია. ბატონი ჯანიკო, სხვადასხვა დროს, იყო გაზეთების: „ენგურის მუშაკი“, „ზუგდიდი“ და „ახალი ზუგდიდი“, რედაქტორი. დაკრძალვა სამშაბათს, 6 მარტს. გამოსვენება: ზუგდიდი, გორგასალის ქ (იქკ დასახლება). (more…)

ბორისი (ბუთხუზი) ლაგვილავა

73 წლის ასაკში წახვედი ჩვენგან... ვალმოხდილი მიდიხარ ამ წუთისოფლიდან. კურთხეულია შენი მარადისობაში გადასვლა, ჩემო ძვირფასო ძმაო, ბორის! ძირძვეული ზუგდიდელი იყავი, ქალაქის #2 საშუალო სკოლის დამთავრებისთანავე, ჩაირიცხე თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სამშენებლო-საინჟინრო ფაკულტეტზე, სხვადასხვა დროს, მუშაობდი ქ. ზუგდიდში მთავარ ინჟინრად, მერე ქ. სოხუმში გადახვედი საცხოვრებლად და იქაც წარმატებით აგრძელებდი შენს საქმეს. (more…)

ონერ ნაპოლეონის ძე გერგედავა

გაზეთ „ზუგდიდის“ რედაქცია თანაუგრძნობს მწუხარებაში ნაპოლეონ გერგედავას და კლარა ფაჩუაშვილს ონერი ნაპოლეონის ძე გერგედავას  გარდაცვალების გამო. დაკრძალვა კვირას, 29 მაისს. გამოსვენება ლომოურის ქ. #27-იდან. (more…)

ნორა შენგელაია

გარდაიცვალა დამსახურებული მასწავლებელი, განათლების ვეტერანი ნორა შენგელაია. ქალბატონი ნორა დაიბადა და გაიზარდა ზუგდიდში, დაამთავრა ზუგდიდის მე-3 საშუალო სკოლა. შემდეგ ჩაირიცხა და წარჩინებით დაამთავრა პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი. (more…)

ქორდიკო გეთია

არიან ადამიანები, რომლებიც მუდამ სითბოში და ღიმილში ახვევენ მის ირგვლივ მყოფებს... სიკეთესაც მუდამ ბუნებრივად აკეთებენ, ყოველგვარი სცენარებისა და დაგეგმვების გარეშე. ქალბატონი ქორდიკო გეთიაც სწორედ ამგვარი პიროვნება იყო, ყველას რომ გადასწვდებოდა და მის წილ სიყვარულს არ დაუკარგავდა. (more…)

აკაკი ჭანტურია

მეუღლე ჟუჟუნა ბებია, შვილები: ქეთინო, გოგი ჭანტურიები, შვილიშვილები: გიორგი, ლაშა, დავით ჭანტურიები, ირაკლი ჯოჯუა, რძლები ქეთინო მაჭავარიანი, ბარბარე ცანავა, იანა გუჩაშვილი, სიძე თორნიკე ჯოჯუა. შვილთაშვილი ივიკო ჭანტურია იუწყებიან აკაკი ჭანტურიას გარდაცვალებას. დაკრძალვა კვირას, 17იანვარს. მისამართი: რუსთაველის ქუჩა (more…)

ელენე (მათუთი) პაჭკორია-გულუა

შვილები: ეკა და გელა გულუები; რძალი: ინგა გეგეჭკორი; შვილიშვილები: ანა, გვანცა და ნინო გულუები იუწყებიან ელენე (მათუთი) პაჭკორია-გულუას გარდაცვალებას.  დაკრძალვა: ხუთშაბათს, 29 ოქტომბერს, 15.00 საათზე. მისამართი: ზუგდიდი, ბაგრატიონის #3 (more…)

ბაჩანა ფიფია

დედა - ეკა სიჭინავა, მამა - მურმან ფიფია, ძმები - გიორგი და დენისი,  და–ანა ოჯახით იუწყებიან ბაჩანა მურმანის ძე ფიფიას გარდაცვალებას. დაკრძალვა შაბათს, 4 ივლისს, 16.00-ზე, გამოსვენება წერეთლის №3-დან. (more…)

დოდო ანჯაფარიძე

ჩვენ ლამაზი მეგობარი გვყავდა... თითქმის მთელი ცხოვრება ერთად გავატარეთ, ნაადრევად და მოულოდნელად დაგვტოვე, ძალიან მტკივნეულია უშენობა შენი მშობლიური კოლექტივისათვის. ამაღლდი ზეცად, მაგრამ ჩვენთან ხარ, ვგრძნობთ შენგან დატოვებულ დიდ სითბოს, განუზომელ სიკეთეს, უსაზღვრო სიყვარულს... (more…)