გარდაიცვალა მამუკა მაქაცარია

გარდაიცვალა ცნობილი ზუგდიდელი, ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, აქტიური მოქალაქე მამუკა მაქაცარია, რომელიც მთელი თავისი შეგნებული ცხოვრების მანძილზე იბრძოდა ქვეყნის ეროვნულ-დემოკრატიული განვითარებისათვის და ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან, სრულიად ახალგაზრდა, იდგა იმ ადამიანების გვერდით, ვინც პატრიოტული იდეებით კვებავდა საქართველოს მოქალაქეებს, ვინც მუდამ იყო მოწოდების სიმაღლეზე ქვეყნისა და ქალაქის წინაშე.  ...

მარადიული ხსოვნა

გაზეთ "ზუგდიდის" რედაქცია, ჟურნალი "ზუგდიდელები" და საინფორმაციო სააგენტო www. zugdidelebi. ge სამძიმარს უცხადებს როზა როგავას, დისშვილის, ლამზირას გარდაცვალების გამო.

გენადი ყურაშვილის ხსოვნას

შენი გარდაცვალების დღეა 10 თებერვალი. იმ დღეს, ცა ჩამომემხო. დაუჯერებელი იყო ჩემთვის, რომ ადამიანს, ვისაც სიცოცხლე ისე უყვარდა როგორც შენ, საკუთარი ნებით უარი ეთქვა მასზე. გამორჩეული ადამიანი იყავი, საკუთარი ოჯახის, დედმამიშვილების, მეგობრების, ახლობლების, ყველაფერი ტრადიციულის ერთგული. ადამიანი, რომელმაც იცოდა სიკეთის ფასი და არც არასდროს იშურებდა მის აუწონავად გაცემას. ადამიანი, რომელიც...

გარდაიცვალა ფოტოჟურნალისტი არჩილ ყუფუნია

უფროსი თაობის ფოტოჟურნალისტთა პლეადას დააკლდა დამსახურებული პიროვნება–არჩილ ყუფუნია. მისმა ფოტოობიექტივმა არაერთი საინტერესო მოვლენა და ფაქტი გადააქცია ისტორიად და მატიანედ. ბუნებით საოცრად თბილს, არასდროს გასჭირვებია სახეებთან მუშაობა. ბატონი არჩილი, წლების განმავლობაში მოღვაწეობდა რეგიონულ მედიასთან. მასთან თანამშრომლობა საკმაოდ კომფორტული და პროდუქტიული იყო მუდამ. (more…)

გარდაიცვალა გურამ (ცაცა) შელია

65 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ზუგდიდელი, ყოფილი პარლამენტარი, გურამ (ცაცა) შელია. ცაცა შელია, ამჟამად, ააიპ «ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრში" მუშაობდა. ეწეოდა აქტიურ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ  ცხოვრებას, იყო სპორტის ქომაგი. (more…)

გარდაიცვალა დამსახურებული ექიმი ნონა წასიძე

ზუგდიდში, დღეს, საქართველოს დამსახურებულ ექიმს, ღირსების ორდენის კავალერს, ქალბატონ ნონა წასიძეს დაკრძალავენ. ნონა წასიძე 27 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ქალაქ ზუგდიდის რესპუბლიკურ საავადმყოფოს. (more…)

გარდაიცვალა ზურაბ ჯაბუა

 "ზუგდიდდასუფთავების ცენტრის" თანამშრომლები, დღეს, უკანასკნელ გზაზე გააცილებენ კოლეგას,– გარდაიცვალა ზურაბ ჯაბუა–"ზუგდიდდასუფთავების ცენტრის" დირექტორის მოადგილე ტრანსპორტის დარგში. ბატონი ზურაბი, წლების განმავლიბაში, მუშაობდა "ზუგდიდასუფთავების ცენტრში" სხვადასხვა თანამდებობაზე. (more…)

გარდაიცვალა ჟურნალისტი ჯანიკო ფიფია

გარდაიცვალა ჟურნალისტი ჯანიკო ფიფია. ბატონი ჯანიკო, სხვადასხვა დროს, იყო გაზეთების: „ენგურის მუშაკი“, „ზუგდიდი“ და „ახალი ზუგდიდი“, რედაქტორი. დაკრძალვა სამშაბათს, 6 მარტს. გამოსვენება: ზუგდიდი, გორგასალის ქ (იქკ დასახლება). (more…)

ბორისი (ბუთხუზი) ლაგვილავა

73 წლის ასაკში წახვედი ჩვენგან... ვალმოხდილი მიდიხარ ამ წუთისოფლიდან. კურთხეულია შენი მარადისობაში გადასვლა, ჩემო ძვირფასო ძმაო, ბორის! ძირძვეული ზუგდიდელი იყავი, ქალაქის #2 საშუალო სკოლის დამთავრებისთანავე, ჩაირიცხე თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სამშენებლო-საინჟინრო ფაკულტეტზე, სხვადასხვა დროს, მუშაობდი ქ. ზუგდიდში მთავარ ინჟინრად, მერე ქ. სოხუმში გადახვედი საცხოვრებლად და იქაც წარმატებით აგრძელებდი შენს საქმეს. (more…)

ონერ ნაპოლეონის ძე გერგედავა

გაზეთ „ზუგდიდის“ რედაქცია თანაუგრძნობს მწუხარებაში ნაპოლეონ გერგედავას და კლარა ფაჩუაშვილს ონერი ნაპოლეონის ძე გერგედავას  გარდაცვალების გამო. დაკრძალვა კვირას, 29 მაისს. გამოსვენება ლომოურის ქ. #27-იდან. (more…)

ჩვენი ვებგვერდი

განახლების პროცესშია …