წითლიძე და პატარაია დააჯარიმეს

დღეს, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრი ანი წითლიძე და პარტიის პრესსამსახურის უფროსი გიორგი პატარაია დამნაშავედ ცნო და 2000-2000 ლარიანი ჯარიმები შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი აბშილავამ მიიღო. მოგვიანებით, ანა წითლიძემ ფეისბუქგვერდზე დაწერა: "აბსურდის თეატრში ვცხოვრობთ. პოლიცია ჩვენ გამოვიძახეთ დაგვიცავით უცნობი პირები გვითვალთვალებენ და გვიშველეთთქო, პოლიციამ ჩვენვე დაგვაკავა და სასამართლოზე...

ჯგუშია არჩევნების გაყალბებაზე მიანიშნებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასთან, სამოქალაქო მოძრაობა "სამეგრელოს ხმის" დამფუძნებელმა და მერობის მსურველმა კანდიდატმა თენგიზ ჯგუშიამ ბრიფინგი გამართა. "სამეგრელოს ხმის" ლიდერის ინფორმაციით, არჩევნების გაყალბების კამპანიის ესკალირება მიმდინარეობს ყოველდღიურად. თენგო ჯგუშიამ მოისურვა მერიის შენობაში შესვლა, თუმცა ამის საშუალება დაცვამ არ მისცა, ამის შემდეგ, მან მოითხოვა ვითარების გასარკვევად ჩამოსულიყო პრესსამსახური. ამ ვითარებაში მერიასთან მან...

რულოვსი მერობის კანდიდატად დარეგისტრირდა

დღეს, ზუგდიდის #67-ე საოლქო-საარჩევნო კომისიაში, "გაერთიანებული ოპოზიციის" მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი დარეგისტრირდა მერობის კანდიდატად. ჟურნალისტებთან საუბარში რულოვსმა აღნიშნა, რომ მერობის მეცხრე კანდიდატია. "იმედი მაქვს, რომ ზუგდიდელები მხარს დამიჭერენ 19 მაისს". დარეგისტრირების შემდეგ, მცირე ინციდენტს ჰქონდა ადგილი. შენობიდან გამოსულ სანდრა რულოვსს დახვდა ადგილობრივი მცხოვრები ნანა კობახიძე, რომელმაც გააპროტესტა რულოვსის ყოფნა ზუგდიდში.

“ენმ” ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიას მათი წევრებისთვის ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიას მათი წევრებისთვის ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებს. "ენმ" ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღავანლის ანა წითლიძის ინფორმაციით, მათ ამ საკითხზე საჩივარიც დაწერეს.  (more…)

ჯეჯელავა ზუგდიდელ პედაგოგებს შეხვდა

დღეს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, ზუგდიდში,  სკოლის დირექტორებსა და  პედაგოგებს შეხვდა, მათ  თავისი შეხედულებები და მოსაზრებები გააცნო. მინისტრმა  ისაუბრა ზოგადი განათლების სისტემაზე, ეროვნულ სასწავლო გეგმაზე, სამინისტროს მიერ განხორციელებულ ინიციატივებზე და სამომავლო გეგმებზე. (more…)

ჩაფუშული ყინულის სახლი მსჯელობის საგანი

დღეს, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ანი წითლიძემ დიდთოვლობის  გამო ჩაფუშულ ყინულის სახლთან ბრიფინგი გამართა. მან  ვიცე მერი გია გულორდავა დაადანაშაულა  კომპანია შ. პ. ს. "გილანი-21" ლობირებაში და მფარველობაში, სწორედ ეს კომპანია ახორციელებდა სარემონტო სამუშაოებს ზუგდიდის ყინულის სახლში. (more…)

ზუგდიდელ მძღოლებს სოლიდარობას უცხადებენ

"დემოკრატიის ინსტიტუტი", ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, სოლიდარობას უცხადებს, დღეს, ზუგდიდში, აქციაზე, დილიდანვე შეკრებილ თვითდასაქმებულ მძღოლებს, ასევე ყველა მათ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს. (more…)

ჩვენი რჩეულები საკრებულოში

გუშინ, საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, დაპირისპირება ილია ჭავჭავაძის ბიუსტის გადატანამ და მის ირგვლივ მიწის გაყიდვაზე ჭორ-მართალმა გამოიწვია. საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევა დეპუტატმა „ბურჯანაძე-გაერთიანებული ოპოზიციიდან“ თენგიზ ხარჩილავამ 2016 წლის ბიუჯეტის განხილვის შემაჯამებელ სხდომაზე ითხოვა, (more…)

ზუგდიდელი “პატრიოტები” თბილისში აგრძელებენ შიმშილობას

დღეს, "პატრიოტთა ალიანსის" წევრმა თეონა ქარდავამ, პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შიმშილობას წყვეტენ ზუგდიდში და ხვალ დილით პარტიის ექვსი წევრი, თბილისში, შეუერთდება მოშიმშილეებს კანცელარიის წინ. «პატრიოტთა ალიანსმა“ ზუგდიდში ოფისი 16 ნოემბერს გახსნა და იმავე დღეს «ალიანსის» ოთხმა წევრმა დაიწყო შიმშილობა. (more…)

მიქაია: “ნარკოლოგიურ ტესტზე შეამოწმეთ”…

საინფორმაციო პორტალი www.Timer.ge  ავრცელებს ინფორმაციას სახელწოდებით "კახა მიქაია ხელისუფლებას მიმართავს", სადაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი წევრი, "დაიცავი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი კახა მიქაია მიმართავს ხელისუფლებას  და სთხოვს ნარკოლოგიურ ტესტზე შეამოწმონ ზუგდიდის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები:  (more…)