გიორგი გახარიამ მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა

ახლადანიშნულმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა პარტიის თითოეულ წევრს და პოლიტსაბჭოს.  "მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს წინამორბედს, ბატონ მამუკა ბახტაძეს გაწეული შრომისთვის. დღეს, ამ გადაწყვეტილების შემდეგ, მე წარვადგენ პარლამენტში მთავრობის შემადგენლობას და პროგრამას. მინდა, ასევე გითხრათ, რომ მთავრობის შემადგენლობაში იქნება მცირედი ცვლილებები - შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს დაიკავებს ბატონი ვახტანგ...

“ქართულმა ოცნებამ” პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე გიორგი გახარია წარადგინა

"ქართულმა ოცნებამ" პრემიერ-მინისტრის პოსტზე შს მინისტრი გიორგი გახარია წარადგინა. შესაბამისი განცხადება პარტიის ოფისში  "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა. პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თანამდებობა გუშინ დატოვა.

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი დღეს (ფოტოები)

ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ბოტანიკურ ბაღში, ამ ეტაპზე, ხდება შიდა ბილიკების მოწყობა, გარეგანათების ბოძების, დამონტაჟება და ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა. "ზუგდიდელები" ბოტანიკურ ბაღს ეწვია და დაათვალიერა სარეაბილიტაციო სამუშაოები. ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის დირექტორის მოადგილის გიორგი ლაგვილავას თქმით, "ბოტანიკური ბაღში, მთელ პერიმეტრზე, შეიცვალა ღობე, ასევე დასრულებულია მიწისქვეშა კომუნიკაციები, გაყვანილია...

პრემიერ მინისტრი თანამდებობიდან გადადგა

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თანამდებობა დატოვა. შესაბამის განცხადებას ბახტაძე სოციალურ ქსელში აკეთებს. „2018 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე ჩემი წარდგენის მიზანი და მთავარი მანდატი იყო სწორედ ქვეყნის განვითარების სტრატეგიული ჩარჩოს შექმნა და დანერგვა, რომელიც შემდგომი წლების განმავლობაში უზრუნველყოფდა ჩვენი სახელმწიფოებრივი მიზნების მიღწევას, გახდებოდა ქვეყნის განვითარების სახელმძღვანელო. განვითარების სტრატეგიული ჩარჩო შექმნილია, დანერგილია და შესაბამისად, მივიღე...

ნანა ქირია მომავლის გზას ასპროცენტიანი გრანტით გაუდგა

ნანა ქირიამ ზუგდიდის მერვე საჯარო სკოლა დაამთავრა.  მისი არჩევანი დედაუნივერსიტეტი და საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტია, სადაც სწავლას ასპროცენტიანი გრანტით შეუდგება. მისი ფეისბუქკედელი ასეთი შინაარსის ბიოგრაფიულ ღია წერილს, ეგრეთწოდებულ "პოსტს" გვთავაზობს: "არ ვიცი, საიდან დავიწყო, უბრალოდ, მინდა, ყველას ერთი რჩევა მივცე, არასოდეს დანებდეთ! არ აქვს მნიშვნელობა რას ფიქრობენ სხვები შენზე, შენს შესაძლებლობებზე,...

მეგრული პოეზიის საღამო

დღეს, "ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის" ორგანიზებით, მეგრული პოეზიის საღამო-მეგრული ლექსით გაიმართა ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლეში. ღონისძიება ადგილობრივი ახალგაზრდა მხატვრის ირაკლი კეკუტიას ნახატების გამოფენით გაიხსნა, საღამოს უძღვებოდა პოეტი ლაშა გვასალია და ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის დირექტორი მადონა მაქაცარია. საღამოზე პოეტებმა: გიორგი სიჭინავამ, გური ოტობაიამ, კოტე ნაჭყებიამ, ლია ნაროუშვილმა, გია ჯიჭონაიამ, გოგი შონიამ, ნანა...

ზუგდიდის მესხიას სასწავლო უნივერსიტეტი Erasmus+ პროგრამის კონკურსის გამარჯვებულთა შორისაა

Erasmus+ პროგრამის ფარგლებში, ევროკომისიის განათლების, აუდიოვიზულური და კულტურის აღმასრულებელმა სააგენტომ უმაღლესი განათლების სფეროში შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით, 2019 წელს გამოცხადებული კონკურსის შედეგები გამოაქვეყნა. შედეგად, საქართველოს მონაწილეობით 6 თანამშრომლობის პროექტი დაფინანსდა, რომელშიც საქართველოს 17 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება (11 საჯარო და 6 კერძო), 3 სახელმწიფო ორგანიზაცია და 2 არასამთავრობო ორგანიზაცია იქნებიან ჩართული. დაფინანსებულ...

ცვლილებები განათლების კომპლექსური რეფორმის ფარგლებში

განათლების კომპლექსური რეფორმის ფარგლებში, მასწავლებელთა ხელფასების ზრდის პარალელურად, 2019 წლის 1 ოქტომბრიდან, საშუალოდ 20%-ის ფარგლებში, საჯარო სკოლის ადმინისტრაციას, ტექ. პერსონალს, მათ შორის სკოლის ექიმს და ინკლუზიური განათლების მხარდამჭერ სპეციალისტებს ხელფასები გაეზრდებათ. ხელფასი გაეზრდებათ ასევე მანდატურის სამსახურის მიერ გადამზადებულ სკოლის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ იმ პირებსაც, რომლებიც სკოლის ტერიტორიაზე, უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის...

ბინის მიღების მოთხოვნით დევნილი ოჯახების განაცხადების შევსება იწყება

ზუგდიდში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინის მიღების მოთხოვნით, დევნილი ოჯახების განაცხადების შევსება იწყება, - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ამ ეტაპზე, ზუგდიდში ბინა 300 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადაეცემა, რის შემდეგაც დევნილთა საცხოვრებელი 12-მდე ავარიული შენობა დაიხურება. ზუგდიდში, ბარამიას...

მძღოლთა მომზადება-გადამზადების ცენტრი “იმედი” თქვენთვის

"ზუგდიდელებთან" საუბრობს შ.პ.ს. "მძღოლთა მომზადება-გადამზადების ცენტრ „იმედის“ დირექტორი ზურაბ გულორდავა. -2006 წლიდან, მე და ჩემმა ვაჟიშვილმა ზურიკო გულორდავამ დავაფუძნეთ მძღოლთა მომზადება-გადამზადების ცენტრი "იმედი“. ჩვენი ოფისი მდებარეობს კოსტავას ქუჩა 54-ში, სავაჭრო-საოფისე ცენტრ "კოლხას" მესამე სართულზე. ზურაბი ცენტრის მენეჯერია. თეორიულ სწავლებას ხელმძღვანელობს. უყვარს თავის საქმე და მსმენელებიც ემადლიერებიან. -ბატონო ზურაბ, „იმედი“ რა...