ნატოს დღეები დაიწყო

დღეს, ნატოს დღეები ოფიციალურად დაიწყო და ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება. ღონისძიება საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით ტარდება და მიზნად ისახავს, საქართველოს მოქალაქეების ინფორმირებულობის გაზრდას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის, საქართველოსა და ნატოს შორის არსებული თანამშრომლობის და სამომავლო პერსპექტივების შესახებ.

“ცოცხალი წიგნები”

დღეს, ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის სამკითხველო დარბაზში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და ,"პოეზიის მეგობართა კლუბის" ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტის-"ცოცხალი წიგნების" ფარგლებში ქართველ მწერლებთან შეხვედრა გაიმართა. ლიტერატურულ საღამოზე ელა გოჩიაშვილმა, კატო ჯავახიშვილმა, ირმა ბერიძემ, დავით რობაქიძემ, ცოტნე ცხვედიანმა, გიორგი შონიამ და ლელა ცუცქირიძემ დამსწრე საზოგადოებას თავიანთი შემოქმედება გააცნეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ :...

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის უფროსად ავთანდილ გალდავა დაინიშნა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსის თანამდებობაზე ნიკოლოზ დიასამიძე ავთანდილ გალდავამ შეცვალა. ავთანდილ გალდავა სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად მუშაობდა.

გია ყანჩელი გარდაიცვალა

84 წლის ასაკში კომპოზიტორი გია ყანჩელი გარდაიცვალა. გია ყანჩელმა 1963 წელს დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორია, 1972 წლიდან მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში მუსიკალური ნაწილის გამგედ, 1979 წელს იგი საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის მდივანად.

„მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი – 2019″

დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, რუხის სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე, „მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი – 2019" გაიმართა. ფესტივალის დახურვის ცერემონიის ფარგლებში, რუხი მოლის ტერიტორიაზე, სამეცნიერო პიკნიკი გაიმართა, რომელიც საინტერესო აქტივობებით იყო დატვირთული. ღონისძიებაში მონაწილეობას ღებულობდნენ უმაღლესი სასწავლებლებლები, რომლებმაც წარმოადგინეს სამეცნიერო პროექტები, ლაბორატორიული ცდები, სტუდენტების მიერ დამზადებული სხვადასხვა მოწყობილობა და ნაკეთობა. ღონისძიების მონაწილეებს მიესალმა...

“გააგრძელე საქართველოს ისტორია”-ფენმარათონი “სარკმელი2019”

შეკვეთილში, "მუსიკოსების პარკში" ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლის ჟურნალისტთა კლუბმა "სარკმელი", უკვე მესამედ, გამართა ლიტერატურული ფენ-მარათონი "სარკმელი 2019". ფენ-მარათონში მონაწილეობას ღებულობდნენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების, ოზურგეთის მეხუთე საჯარო სკოლისა და ფოთის "თამარ ფაჩულიას საავტორო სკოლა-გიმნაზიის" შემოქმედი მოსწავლეები, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები. ფენმარათონში, მონაწილეობა მიიღო შემოქმედი მოსწავლის, ნორჩი...

შორენა გოჩოლეიშვილი-ბანკიდან სკოლაში, პირველკლასელებთან

"ზუგდიდელების" სტუმარია მეექვსე საჯარო სკოლის პედაგოგი, შორენა გოჩოლეიშვილი. პედაგოგების ოჯახში გაზრდილს, ყოველთვის მასწავლებელობა სურდა და როგორც კი, ამის შესაძლებლობა მიეცა, სკოლის მაძიებლობის პროგრამაში ჩაერთო, დარეგისტრირდა და გასაუბრება წარმატებით გაიარა. წელს, პირველი კლასი მიიღო, ამბობს, რომ მათთან საერთო ენის გამონახვა არ გასჭირვებია. შორენა გოჩოლეიშვილი: "საიდან დავიწყო არ ვიცი… ორი კვირაა სკოლა...

ხელნაკეთი ნივთების გამოფენა, რომელიც სოხუმის დაცემის დღეს მიეძღვნა

დღეს, ზუგდიდის ბულვარში, პროექტის, "ხელსაქმე და მეწარმეობის" ფარგლებში, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა, რომელიც სოხუმის დაცემის დღეს, 27 სექტემბერს მიეძღვნა. პროექტში მონაწილეობას ღებულობდნენ დევნილი ახალგაზრდები, რომლებმაც შეისწავლეს ხელსაქმე და ბიზნესად აქციეს. გამოფენა-გაყიდვაში წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ხელნაკეთი აქსესუარები. შემოსული თანხით კი, დაეხმარებიან სოციალურად დაუცველ ოჯახებს. პროექტის ერთ-ერთ მონაწილეს, სოხუმიდან დევნილ ირმა სახურიას...

სოხუმის დაცემიდან 26 წელი გავიდა

27 სექტემბერს სოხუმის დაცემიდან 26 წელი გავიდა. სოხუმის დაცემა-ქართულ-აფხაზური შეიარაღებული კონფლიქტის (1992-93) ბოლო, გადამწყვეტი ბრძოლა, რომელსაც შედეგად ქართველთა ერთ-ერთი უდიდესი დამარცხება მოჰყვა საქართველოს უახლეს ისტორიაში. კონფლიქტი, რომელიც 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა მიმდინარეობდა ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის, რომელთაც ასევე უჭერდნენ მხარს ჩრდილოეთ კავკასიიდან დაქირავებული მებრძოლები,...

პოეზიის საღამო ბიბლიოთეკაში

დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრისა და ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის, ახალგაზრდობის, განათლებისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით, ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში ჩატარდა, საბა ხვიჩიასა და ირაკლი ბერიშვილის პოეზიის საღამო.