“ერთი დღე ბიბლიოთეკარად”

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ჩატარდა აქცია "ერთი დღე ბიბლიოთეკარად". ზუგდიდელი წარმატებული ადამიანები, ცნობადი სახეები მოხალისეობით, რამდენიმე საათით იყვნენ ბიბლიოთეკარის როლში, მკითხველებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაესაუბროდნენ და თან მიეღოთ მათი მომსახურება. მოხალისე ბიბლიოთეკარები იყვნენ შემდეგ განყოფილებებში: სამკითხველო დარბაზი- ზეინაბ სარია(ფილოლოგიის დოქტორი, მწერალი, ჟურნალ ,"ებგურის" რედაქტორი) საბავშვო -ახალგაზრდობის ოთახი-კონსტანტინე კაკავა(საჯარო...

ზუგდიდის თეატრი ნიდერლანდებში მიემგზავრება

ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის ინფორმაციით, ქართული კულტურის ცენტრის მიწვევით ზუგდიდის თეატრი ნიდერლანდების სამეფოში მიემგზავრება. "ქართული კულტურის ცენტრის ორგანიზებით, 4 და 5 მაისს ნიდერლანდების სამეფოში პირველად, ქართული თეატრის დღეები ჩატარდება. ზუგდიდის, შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობები კუნძულ ტექსელთან მდებარე ქალაქ დენ ჰელდერში და ამსტერდამში...

სააღდგომო ეპისტოლე

სააღდგომო ეპისტოლე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ისა. ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო, საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, ქრისტე აღდგა! "მოდით და ნახეთ გოლგოთა, სადაც ეშმაკი სასიკვდილოდ დაიჭრა და სიკვდილი...

წიგნის დღე საქართველოს უნივერსიტეტში

დღეს, წიგნის საერთაშორისო დღე საქართველოს უნივერსიტეტის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობამ აღნიშნა. წარმომადგენლობის სტუმრებს, ზუგდიდის სხვადასხვა სკოლის წარმომადგენლებს, საქართველოს ახალგაზრდული ალიანსის წევრებს საჩუქრად წიგნები და წიგნის სანიშნეები გადასცა. საქართველოს უნივერსიტეტის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა მაია ღუბელაძემ განაცხადა: "დიდი ილიას სიტყვები ამშვენებს ჩვენ სანიშნეებს, რომელიც საქართველოს უნივრსიტეტმა უფროსკლასელებს გადასცა საჩუქრად. მე მას მხოლოდ...

იშვიათი და მინიატურული ლიტერატურის გამოფენა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ცენტრალურმა ბიბლიოთეკამ წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ჩაატარა "იშვიათი და მინიატურული ლიტერატურის გამოფენა". გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული ლიტერატურა, რომელიც მოიცავდა მეცნიერების სხვადასხვა მიმართულებას. დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა გაეგო და ახლოს გაცნობოდა ისეთ გამოცემებს, რომლებშიც მოცემული იყო საინტერესო ინფორმაციები მეღვინეობასა და მევენახეობაზდე, კერძოდ, ღვინის ტექნოლოგიაზე,...

ვნების კვირა

ვნების კვირა დიდი მარხვის ბოლო, აღდგომისწინა კვირას ჰქვია. ეს კვირა (უფრო სწორად, 6 დღე) იესო ქრისტეს ვნების, ჯვარცმისა და დასაფლავების მოგონებას ეძღვნება. ქრისტიანებმა მთელი ეს პერიოდი მარხვასა და ლოცვაში უნდა გაატარონ. ეს გლოვის დღეებია და ღვთისმსახურებსაც ტაძარში სამგლოვიარო, შავი სამოსი აცვიათ. ორშაბათი, სამშაბათი და ოთხშაბათი იესო ქრისტეს მოწაფეებსა და ხალხთან...

ლუარა ქირია 9 აპრილელებს უმღერის

ადრე, "ზუგდიდელები" წერდა, სოციალურად დაუცველ ბენეფიციარზე, ლუარა ქირიაზე, რომელიც 12 წელი ანსამბლ "ჩელაში" მღეროდა. ქალბატონი ლუარა რედაქციაში გვეწვია და გვთხოვა–9 აპრილს დაღუპული მოქალაქეებისთვის სიმღერა მაქვს, ჯანმრთელობის მდომარეობის გამო დამაგვიანდა მათი მოფერება, იქნებ, მომცეთ შესაძლებლობა თქვენი პორტალის დახმარებით, ეს გავაკეთოო. ლუარა ქირია: "ამ ადამიანებმა, მომავალი თაობებისთვის, თავი გასწირეს, მათი სახელი და...

მომავალ შეხვედრამდე “ექო–თოფუზი”

დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლეში, ანიმაციური ფილმების ფესტივალის"ექო-თოფუზის" დასკვნითი ეტაპი ჩატარდა. სასახლის ფოიეში, გაიმართა "ბარაბნების შოუ". ანიმაციური გმირების კოსტიუმებში ჩაცმულმა მსახიობებმა, ბავშვებთან ერთად, მუსიკალური ინსტრუმენტების თანხლებით, მოაწყვეს თეატრალიზირებული მსვლელობა. ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა წამახალისებელი ვიქტორინა "ქართული ანიმაციის ისტორია", გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ ფესტივალის საჩუქრებით. ღონისძიების ბოლოს, ნაჩვენები იქნა, ფესტივალ "თოფუზი 2018"-ის საუკეთესო...

ანიმაციის ფესტივალი “თოფუზი” ზუგდიდში

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე ახალგაზრდობის განვითარების სასახლეში, ანიმაციის განვითარების ფონდის და მერიის მხარდაჭერით, გაიხსნა ანიმაციური ფილმების ფესტივალი "ექო თოფუზი. დღეს, ღონისძიების პირველ დღეს, გაიმართა ვორქშოპი "ანიმაცია–ურთიერთობის მხატვრული ფორმა". სამუშაოს შესარულებლად შეირჩა 15 მოზარდისგან შემდგარი ჯგუფი, ვისაც უყვარს ხატვა, კომპიუტერები და აინტერსებთ, თუ როგორ კეთდება ანიმაციური ფილმი. მოსწავლეებმა გაიარეს ფილმწარმოების ყველა ეტაპი,...

პროგრამა სკოლის შემდგომი განათლებისთვის განხორციელდება

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტებისთვის სკოლის შემდგომი განათლებისთვის მოსამზადებელი პროგრამა განხორციელდება. პროექტი ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან მონაწილეთა სასწავლო და საცხოვრებელი ხარჯების სრულ უზრუნველყოფას, როგორც მომზადების პერიოდში,...