ავთო ციკუტანია და ამერიკული ფეხბურთი ზუგდიდში

ზუგდიდში ამერიკული ფეხბურთი ფუნქციონირებს. კლუბის წარმატებებზე, მიღწევებზე და სამომავლო გეგმებზე "ზუგდიდელებთან" საუბრობს ამერიკული ფეხბურთის ერთ-ერთი დამფუძნებელი ზუგდიდში ავთანდილ ციკუტანია. "დავამთავრე აიტი ინჟინერიის ფაკულტეტი. სანამ ბოტანიკურ ბაღის მშენებლობაში დავიწყებდი მუშაობას, ტექნოპარკში ვასწავლიდით ქსელურ ადმინისტრიებას ССNA და IT esential კურსებს. რაც შეეხება ამერიკულ ფეხბურთს, რომლის ზუგდიდში არსებობითაც თქვენ დაინტერესდით, ასეთი ისტორია აქვს:...

გეგა შენგელია მისი მერობის მომავალ წელიწადზე და რვა თვეზე…

ორშაბათს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ზუგდიდის 19 მაისის რიგგარეშე არჩევნებზე არჩეული მერის უფლებამოსილებას ცნობს. მანამდე კი, გეგა შენგელიას ექსკლუზიური ინტერვიუ   "ზუგდიდელებს“. -თქვენი მერად მოღვაწეობის წელიწადსა და რვა თვეში, რა იქნება თქვენი საქმიანობის ის პრიორიტეტი, რომელიც განსახორციელებლად ჩაეტევა ზუგდიდის მწირ ბიუჯეტში. -მთავარ პრიორიტეტებზე, ბევრჯერ მისაუბრია წინასაარჩევნო კამპანიის დროსაც. პირველ რიგში, ეს იქნება ...

ინგა სამუშია: დიახ, “აქა ვდგავარ და”…

"ზუგდიდელების" სტუმარია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჩხორიის საჯარო სკოლის მასწავლებელი ინგა სამუშია. -ქალბატონო ინგა, ორიოდ სიტყვით თქვენს შესახებ... -ჩემ შესახებ საუბარი ძალიან მიჭირს, მაგრამ ბავშვობიდან სასიამოვნოდ მახსენდება დიდედა დომნიკა,- ბავშვებს აივანზე რომ დაგვსხამდა და გვიყვებოდა საინტერესო ამბებს, გვიკითხავდა სხვადასხვა წიგნს. განსაკუთრებით დამამახსოვრდა და თითქოს ახლაც ჩამესმის ყურში მისი ხმა - ადგილი სიმონ...

და-ძმა ირაკლი და ცისანა გვილიები-ზუგდიდიდან

და-ძმა, ირაკლი და ცისანა გვილიები თავიანთი მიღწევებით და საქმიანობით წარმატებული ახალგაზრდა ზუგდიდელები არიან. ცისანა გერმანიაში ქალაქ დორტმუნდში კლინიკა "ვესტფალენში" ჰემატოლოგიის და ონკოლოგიის განყოფილების ექიმია. ირაკლი იურისტია, მას თბილისში იურიდიული კომპანია აქვს. ირაკლი გვილია: დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი წითელ დიპლომზე. სწავლა გააგრძელა ამერიკაში. ამჟამად თბილისში მუშაობს....

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი დღეს

13 მაისი, 2019 წელი, ზუგდიდი, ბოტანიკური ბაღი. "ზუგდიდელების" ჟურნალისტთა ჯგუფი ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციას ისევ დიდი ინტერესით მიადევნებს თვალ-ყურს. ფეისბუქგვერდზე ჩართულია ლაივი. ზუგდიდელებს, ბაღის იმ პარამეტრს ვათვალიერებინებთ, სადაც ჯერ კიდევ არ არის გაყვანილი სავალი ბილიკები. პერიმეტრს ჭიკარს მიღმიდან ვაკვირდებით. აქვე ვიტყვით, რომ ბაღის მთელ ტერიტორიაზე ჭიშკრის შემოვლება დამთავრებულია. ასევე დამთავრებულია გაწმენდითი...

მიყვარს ჩემი საქმე, ჩემი პაციენტები

მზით გამთბარა შამგონა. ჩემი მასპინძელი შამგონის ამბულატორიის ექიმი გულნაზ ჯაფარიძე გახლავთ. -ქალბატონო, გულნაზ, გაეცანით ზუგდიდელებს... -1965 წელს ჩავირიცხე ქ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტზე. შემდეგ ვმუშაობდი შამგონის საექიმო ლაბორატორიის გამგედ, ინგირის უბნის საავადმყოფოს ექიმ თერაპევტად, ზუგდიდის რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმღები განყოფილების გამგედ, საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების ექიმად, განყოფილების ექიმ-ორდინატორად, ექიმ ალერგოლოგად....

პედიატრი კლარა ჭანტურია გილოცავთ აღდგომას

ქალბატონი რომელიც "ჰიპოკრატეს" ფიცის ერთგულია და უანგაროდ ემსახურება ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის საქმეს, აფასებს პროფესიონალიზმს, უყვარს თავისი საქმე და კოლექტივში გამოირჩევა დიდი გონიერებით და გამჭრიახი აზროვნებით, არის ქართული ტრადიციული ოჯახის შვილი. "ზუგდიდელების" სტუმარია პედიატრი, ქალბატონი კლარა ჭანტურია. -დავიბადე 1927 წელს, ინტელიგენტის ოჯახში. მამა, შალვა ჭანტურია ზუგდიდის რაიაბრეშუმის აგრონომი იყო, დედა, ნადია...

ადრე, მეტი სიყვარული გვქონდა ერთმანეთის

აპრილის მზიანი დღეა, გადავწყვიტე ვწვეოდი ღვაწლმოსილ, დამსახურებულ პედაგოგს, ქალბატონ მერი (ნელი) ჩიკვატია-შეროზიას. ქალბატონ ნელისთან ოჯახში შესულს, მხვდება ალუბლის ბაღები და ვაზის გაფურჩქნული კვირტები, ჭიშკართან მეგებებიან ქალბატონი მერი (ნელი), მისი შვილი, რძალი და შვილიშვილი, მალე მთელი უბნის საზოგადოება, შეროზიების საგვარეულო იკრიბება. 90 წლის ქალბატონი, დამსახურებული პედაგოგი, სასიამოვნო მოსაუბრეა. -ქალბატონო მერი, გაეცანით...

მარინა დამენია და “ზუგდიდი ეროვნულ მოძრაობაში”

"ზუგდიდელების" სტუმარია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის "ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის" მედიამუზეუმის წამყვანი სპეციალისტი მარინა დამენია. მარინა დამენია: -"მე გახლავართ ეროვნული მოძრაობის აქტიური წევრი, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი. სხვადასხვა დროს, ვიყავი, საბინაო კომუნალური მეურნეობის სამშენებლო-სარემონტო სამმართველოს ბუღალტერ-მოანგარიშე, ქ. ზუგდიდის ფაიფურის ქარხნის კონტროლიორი, ახალგაზრდა შემოქმედთა ასოციაცია "კოლხური ნანას" პრეზიდენტი, ადგილობრივი და რესპუბლიკური...

ამბავი ორ ქირურგ ძმაზე

ქირურგი ძმები: ზურაბ და კონსტანტინე ჯიჯიხიები ზუგდიდში დაიბადნენ. მათი მშობლები: ნონა და მალხაზი, სიალალით და საქმისადმი დიდი პასუხისმგებლობით ცნობილი მოქალაქეები არიან. ჯერ ზუგდიდში, შემდეგ კი, კრასნოდარში, არაერთი ქართველი თანამემამულის ხელის გამმართავი და მხარდამჭერები იყვნენ და არიან დღესაც. შვილებიც ამ პრინციპით გაზარდეს,–ზურგი არ უნდა აქციონ ადამიანს, გასაცემი სიკეთე გასცენ, ფეხზე დაუდგნენ...