საქართველოში სასურსათო მაღაზიების, აფთიაქების, ბენზინგასამართი სადგურების, ბანკებისა და საფოსტო ქსელის გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი იხურება

ქვეყანაში ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურება, გარდა სააფთიაქო ქსელისა, სასურსათო მაღაზიებისა, ბენზინგასამართი სადგურებისა, საბანკო განყოფილებებისა და საფოსტო გზავნილების ქსელისა. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ პრემიერ-მინისტრმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ეს ნაბიჯი აუცილებელია მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის.

კორონავირუსით ინფიცირებული ერთ-ერთი ბოლო პაციენტი წლისთავზე იმყოფებოდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული ერთ-ერთი ბოლო პაციენტი წლისთავზე იმყოფებოდა, ხოლო ის პირები, რომლებიც მასთან ერთად იმყოფებოდნენ, თვითიზოლაციაში არიან. ჯანდაცვის მინისტირს ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, ამ ადამიანებზე დაკვირვება მიმდინარეობს. "ყველა პიროვნება, რომელიც იყო წლისთავზე, არის იდენტიფიცირებული. ისინი არიან თვითიზოლაციაში ამ ეტაპზე. ჩვენი მონიტორინგის სამსახურისა და ეპიდემიოლოგების მხრიდან მიმდინარეობს ამ ადამიანებზე დაკვირვება“, – განაცხადა ტიკარაძემ.

რიო-დე-ჟანეიროში ქრისტეს ქანდაკება COVID-19-ით დაზარალებული ქვეყნების დროშებით განათდა

რიო-დე-ჟანეიროში, კრისტო-რედენტორი, ქრისტეს ცნობილი ქანდაკება, სოლიდარობის მიზნით, ახალი კორონავირუსით დაზარალებული ქვეყნების დროშებით განათდა. 18 მარტის მონაცემებით, ბრაზილიაში ახალი კორონავირუსით იფიცირების 529 შემთხვევა დადასტურდა. COVID-19-ით გარდაიცვალა 4 ადამიანი. წყარო

რუსეთმა კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა ოფიციალურად დაადასტურა

რუსეთმა კორონავირუსით გარდაცვალების პირველი ფაქტი ოფიციალურად დაადასტურა. გავრცელებული ინფორმაციით, 79 წლის ქალი მოსკოვში, ინფექციურ საავადმყოფოში პნევმონიით დაიღუპა. მედიის ცნობით, ქალს თანმხლები მძიმე დაავადებები ჰქონდა. ცნობისთვის, დღეის მდგომარეობით, ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში კორონავირუსის 147 შემთხვევა ფიქსირდება. წყარო

9 პროდუქტი, რომელსაც ფასი არ უნდა მოემატოს

სოფლის მეურნეობის სამინისტრომ პრემიერის დავალების თანახმად, უკვე შეიმუშავა მექანიზმი, რომლის საშუალებითაც 9 უმთავრეს სასურსათო პროდუქტზე ფასები არ გაიზრდება. გამოიკვეთა 9 სასურსათო პროდუქტი, რომელზეც ფასების უცვლელად შენარჩუნებას სახელმწიფო დააზღვევს. ეს პროდუქტებია: ბრინჯი, წიწიბურა, მაკარონი, ზეთი, ფქვილი, ხორბალი, რძის ფხვნილი, შაქარი და ლობიო.

კორონავირუსი, სამეგრელო, ციფრები

ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში კორონავირუსის პრევენციის მიზნით, თვითიზოლაციაში 176 ადამიანია, ზუგდიდში 27 მოქალაქეა. ცენტრის ინფორმაციით, თვითიზოლაციის პერიოდის ვადა ამოეწურა 26 ადამიანს, კარანტინში 14 ადამიანი იმყოფება. რეგიონიდან კი, საკარანტინო ზონაში გადაყვანილი იქნა 9 ადამიანი. ინფორმაციას მედიისთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.  

ესპანეთში კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

ესპანეთში კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, 74 წლის ქალს ქრონიკული დაავადებებიც ჰქონდა.

მსოფლიო საპატრიარქო მარტის ბოლომდე ღვთისმსახურებისა და რიტუალების შეწყვეტის მოწოდებით გამოდის

კორონავირუსთან დაკავშირებით მსოფლიოში არსებული ვითარების ფონზე, მსოფლიო საპატრიარქო განცხადებას აქვეყნებს. 1. მსოფლიო საპატრიარქოს სურს ხაზი გაუსვას მის მოწოდებას, რომ ყველამ შეზღუდოს მოგზაურობა და სახლიდან გასვლა, დარჩნენ სახლში საკუთარი და ზოგადად საზოგადოების უსაფრთხოების გამო. 2. აფასებს იმ ადამიანების თავგანწირვას, რომლებიც ჯანდაცვის სფეროში საქმიანობენ და მადლიერებას გამოხატავს მათი განსაკუთრებული და უდიდესი ძალისხმევის...

თბილისი-ზუგდიდის მიკროავტობუსიდან გაქცეული მგზავრი კარანტინში გადაიყვანეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ზუგდიდის ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, კარანტინში იძულებით გადაიყვანეს თვითიზოლაციის რეჟიმის დამრღვევი პირი, რომელიც 2020 წლის 18 მარტს თბილისიდან ზუგდიდის მიმართულებით მგზავრობდა და არღვევდა თვითიზოლაციის წესებს. გორის რაიონში გადაადგილებისას, სხვა მგზავრების მითითების შემდეგ, ის ჩამოვიდა ტრანსპორტიდან. თვითიზოლაციის რეჟიმის დამრღვევი პირი სპეციალური ავტომანქანით...

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 40-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 40 შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 1344 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 216 პირი. ინფორმაციისთვის, 40 ადამიანიდან 1 გამოჯანმრთელებულია