პარლამენტმა ნიკა მელიას დაპატიმრებაზე პროკურატურისთვის თანხმობის მიცემის საკითხს მხარი დაუჭირა

აღნიშნული დადგენილება დღევანდელ პლენარულ სხდომაზე 91 ხმით, არც ერთის წინააღმდეგ მიიღეს. ამით მელიას დეპუტატის იმუნიტეტი შეუჩერდა. როგორც კანონი ითვალისწინებს, პარლამენტის წევრის დაკავება ან დაპატიმრება, ასევე მისი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირადი გაჩხრეკა მხოლოდ პარლამენტის წინასწარი თანხმობით შეიძლება. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც პარლამენტს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს.

ძილის ხანგრძლივობა უშუალო კავშირშია შრომის უნართან

ჩვენ, ჩვენი ცხოვრების მესამედს ძილში ვატარებთ. ძილი მოდუნების და ძალების აღდგენის ყველაზე საუკეთესო საშუალებაა. როდესაც ღამე თვალებს ვხუჭავთ რამდენიმე საათით, ჩვენ ორგანიზმს, დღის მანძილზე, მიღებული სტრესებისგან დასვენების საშუალებას ვაძლევთ. ძილის დროს, ორგანიზმში მილიონობით პროცესი მიმდინარეობს, რომელიც ტვინს ეხმარება განახორციელოს სხვადასხვა ოპერაციები, იმ დროს, როდესაც უჯრედებში დღის მანძილზე დაზიანებული ქსოვილების აღდგენის...

ჩვენი თანამემამულის ხმა უკრაინიდან–რაულ ჩილაჩავა

საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, "ზუგდიდელებმა" კომენტარი სთხოვა ჩვენს თანამემამულეს, პოეტს, მთარგმნელს, პუბლიცისტს, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, საქართველოს ეროვნულ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსს, ლატვიის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო დოქტორს, უკრაინის ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწეს, უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ყოფილ ელჩს, ლატვიაში ბატონ რაულ ჩილაჩავას. "რამდენიმე დღის წინ, ფეისბუქზე, დავდე პატარა პოსტი, სადაც სწორედ თქვენს...

ლაშა გოგია და გია გულორდავა სასამართლომ დამნაშავედ ცნო

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი ლაშა გოგია და მისი მოადგილე გია გულორდავა თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო. თითოეულ მათგანს სასჯელის სახით ორი წელი პატიმრობა, 4 წელი კი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა.

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს: "ა.წ. 19 ივნისიდან განვითარებულმა მოვლენებმა, შეიძლება ტურისტული მომსახურების სფეროში ჩართული  არაერთი ჩვენი მოქალაქე სერიოზულად დააზარალოს, რადგან ბევრ მათგანს აღებული აქვს საბანკო კრედიტი და პრობლემები შეექმნება მის დაფარვაში. ამიტომაც ვთხოვთ ხელისუფლებას და ბანკების ხელმძღვანელებს, ვიდრე ვითარება შეიცვლება, მაქსიმალურად გაუწიონ შეღავათი ტურისტულ სექტორში დასაქმებულ კრედიტორებს.  ამასთან, ვთხოვთ ჩვენს...

პარლამენტის თავმჯდომარედ არჩილ თალაკვაძე აირჩიეს

პარლამენტმა 94 ხმით ერთხმად პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე არჩილ თალაკვაძე აირჩია. კენჭისყრა ფარული იყო და არჩევის პროცესში მონაწილეობდა ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, ყველაფერს გააკეთებს და ძალისხმევას არ დაიშურებს იმისთვის, რომ პარლამენტში იყოს მშვიდი და საქმიანი ვითარება. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ "ნაციონალური მოძრაობის" და "ევროპული საქართველოს" წევრებს.

მერიამ m2-ს, სასტუმროსთვის მიწა მიჰყიდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ინფორმაციას ავრცელებს: "ქ. ზუგდიდი თეატრის ქუჩაზე მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საინვესტიციო ვალდებულებებით 7 270 118 ( შვიდი მილიონ ორას სამოცდაათი ათას ას თვრამეტი) ლარად m2 შეიძინა. ელექტრონული აუქციონის პირობებად განისაზღვრა საპრივატიზებო უძრავი ქონებაზე 8 000 000 (რვა მილიონი) ა.შ.შ დოალრის ექვივალენტი ლარში ინვესტიციის...

ახალგაზრდულმა ინტერნეტტელევიზიამ სეზონი დახურა

აფხაზეთის მეთერთმე საჯარო სკოლის მე–10 კლასის მოსწავლემ, ინტერნეტტელევიზია zugdidi tv–ის დამფუძნებელმა ლუკა ჩანგელიამ ტელევიზიის მიერ განხორციელებულ აქტივობებზე ისაუბრა და სეზონი შეაჯამა. ახალგაზრდული ინტერნეტ ტელევიზია zugdidi tv მიმდინარე წლის 10 აპრილს დაფუძნდა, ის პირველი ახალგაზრდული ინტერნეტტელევიზიაა რეგიონში, სადაც ძირითადად, ახალგაზრდები არიან დასაქმებული. მერიაში გამართულ შეხვედრას ახალგაზრდული და გენდერული თანასწორობის საქმეთა განყოფილების...

აქცია ზუგდიდში

დღეს, ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში, ისევ გაიმართა საპროტესტო აქცია სახელწოდებით "სირცხვილია". აქციის მონაწილეებს ხელთ ეჭირათ პლაკატები: "გახარია მეუ!!!, "რუსეთი ოკუპანტია, "დაისაჯონ მოძალადეები"... აქციის ძირითადი მონაწილეები იყვნენ: რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, ახლგაზრდები, სტუდენტები, ადგილობრივი და რეგიონული მედია. სერთო ჯამში,  დაახლოებით 50-მდე მოქალაქე.  

ზუგდიდში მე-18 საუკუნის მუხა წაიქცა

ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში მე-18 საუკუნის მუხა წაიქცა. ა.ა.ი.პ "ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის" დირექტორი  ზვიად ქარჩავა "ზუგდიდელებთან" საუბარში ამბობს, რომ მუხა ასაკოვანი  და ავარიული იყო. შეფოთლილი  მუხის ფესვებმა, ასაკის გამო. ვერ გაუძლო უხვ ნალექს, ქარს და მისი ფესვები გადასკდა. როგორც ქარჩავა ამბობს, ჯერ არ არის გადაწყვეტილი, როგორ მოხდება მუხის ხის ბოტანიკური...