ჯგუშია ზუგდიდის სტადიონზე

ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა თენგო ჯგუშიამ კომბინატში, მშენებარე სტადიონთან ბრიფინგი  გამართა. მერობის კანდიდატმა დღევანდელი ბრიფინგი მიუძღვნა სტადიონში არსებულ მდგომარეობას და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ლევან კობიაშვილის ვიზიტს ზუგდიდში.

საცხოვრებელ სახლს 241 მოქალაქე ითხოვს

მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობაზე განცხადებების მიღება 1 აპრილს დაიწყო და 25 აპრილს დასრულდა. ბენეფიციარებს უნდა წარმოედგინათ: განმცხადებლისა და მისი ოჯახის წევრების პირადობის მოწმობის ასლები, ოჯახის არასრულწლოვანი წევრების დაბადების მოწმობის ასლები, სპეციალური სტატუსისა და კატეგორიის დამადასტურებელი მოწმობა, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან მიწის საკუთრების შესახებ, ცნობა საჯარო რეესტრიდან მიწის...

ბიბლიოთეკის პროექტირებაზე ბაზრის კვლევა გამოცხადდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას სახელობის  ახალგაზრდული ცენტრისა და საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის  პროექტირების საფასურის დასადგენად  ბაზრის კვლევა გამოაცხადა. უწყების ინფორმაციით, მუნიციპალური განვითარების ფონდი სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონში ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამას ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დაგეგმილია არაერთი ინფრასტრუქტურული ობიექტის განვითარება, რომელთა შორისაა ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას სახელობის  ახალგაზრდული ცენტრისა...