სასამართლომ მანუჩარ ჩხეტია გაათავისუფლა

ზუგდიდის რაიონულმა სასამრთლომ, 11 აპრილს დაკავებული "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი მანუჩარ ჩხეტია სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა, თუმცა სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება გადაიდო. მოსამართლის, მანუჩარ ცაცუას განმარტებით, სასამართლომ ის ოქმები უნდა გამოიკვლიოს რისი განხილვაც ვერ მოესწრო. სარეზოლუციო ნაწილი 19 აპრილს გამოცხადდება. ოქმის შემდგენი გამომძიებელი ნიკა ნინუა დაკავებულის დაჯარიმებას ითხოვდა. დღევანდელ სხდომაზე, მხარეებმა, განიხილეს...

“დარისპანის გასაჭირი”

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლეში დრამატული წრის წევრებმა (ხელმძღვანელი ნონა ტოტოჩავა) წარმოადგინეს სპექტაკლი "დარისპანის გასაჭირი", ცნობილი ქართველი მწერლის დავით კლდიაშვილის, ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვით. სპექტაკლს, ძირითადად, ახალგაზრდა მაყურებელი ჰყავდა, რომელმაც დიდი ოვაციებით მიიღო თეატრალური სტუდიის ნამუშევარი.

რულოვსი ჩხეტიას გათავისუფლებას ითხოვს

გაერთიანებული ოპოზიციიის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი გუშინდელ ინციდენტს გამოეხმაურა. ის ითხოვს ნარაზენის ინციდენტის დროს, დაკავებული მანუჩარ ჩხეტიას გათავისუფლებას ყველანაირი სანქციის გარეშე. რულოვსის განმარტებით, საარჩევნო კაპმანიას ოპოზიცია მშვიდ ვითარებაში ატარებს და ასეთივე დამოკიდებულებას ითხოვენ მმართველი პარტიიდან. მერობის კანდიდატი მოუწოდებს საერთაშორისო ორგანიზაციებს, თვალი მიადევნონ ზუგდიდში საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობას.

“ნაციონალების” ბრიფინგი გუშინდელ ინციდენტზე

დღეს, გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა საარჩევნო შტაბში, გუშინ მომხდარი ინციდენტი შეაფასა და დაასახელა ის პირები, ვინც ინციდენტში ღებულობდა მონაწილეობას. ნუგზარ წიკლაური ამბობს, რომ "კრიმინალად გადაქცეული" პოლიციელები დასდევდნენ სანდრა რულოვსს და ცდილობდნენ საარჩევნო კამპანიის ჩაშლას. "ეს ქმედებები არის მიმართული პოლიტიკური  პროცესის ჩასაშლელად. მიმართულია ხელისუფლების გარდაუვალი მარცხის შესაჩერებლად, მაგრამ გაერთიანებული...

ჩვენი ვებგვერდი

განახლების პროცესშია …