ღურწკაია მერიის წინააღმდეგ

გამგეობის საზოგადოებასთან ურთერთობის სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა მაია ღურწკაიამ, დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას პროკურატურაში უჩივლა. მისი განმარტებით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ სასმართლოს გადაწყვეტილება სრულად არ აღასრულა და დღემდე არ დააბრუნა ის კუთვნილ თანამდებობაზე. "დღეს, შევიტანე მერიის წინააღმდეგ, ზუგდიდის რაიონულ პროკურატურაში, საჩივარი. ჩემი პრეტენზია ეხება იმას, რომ მერია არ აღასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას სათანადოდ და...

თენგო ჯგუშია: “მოწერელია ფერმერების მოსყიდვაზე მუშაობს”

დღეს, სამოქალაქო მოძრაობა "სამეგრელოს ხმის" ლიდერმა თენგო ჯგუშიამ, რომელიც გეგმავს ზუგდიდის მერად კენჭი იყაროს, ქალაქის ბულვარში ბრიფინგი გამართა. მან მედიის წარმომადგენლებს ქართული ჟურნალისტიკის დღე მიულოცა და საჩუქრად ვარდები გადასცა. "სამეგრელოს ხმის" ლიდერმა კიდევ ერთხელ ისაუბრა არჩევნების გაყალბებაზე. მისი ინფორმაციით, მხარის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია ფერმერების მოსყიდვაზე მუშაობს. "მოწერელია აკეთებს რაღაც ფაროსანას...

“ჩვენ ქრომოსომებს კი არა, მეგობრებს ვითვლით”

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე, საქართველოს უნივერსიტეტის წარმომადგენლობაში, ხამისკურის UG CLAB-ისა და საქართველოს წითელი ჯვრის ზუგდიდის ფილიალის მოხალისეებთან ერთად აღინიშნა. წარმომადგენლობის ოფისში შედგა დაუნის სინდრომის შესახებ ფილმის ჩვენება, გაიმართა დისკუსია. აღინიშნა, რომ სამოქალაქო აქტიურობა, მოხალისეობრივი მიდგომები და ინფორმირებულობა, აღნიშნული მიმართულებით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. CLUB-ის წევრებმა წითელი ჯვრის მოხალისეებთან ერთად დაუნის სინდრომის დიაგნოზის...

“მზის შვილები”

21 მარტს, სასახლის უმცროსკლასელთა ინტელექტუალურმა ჯგუფმა "ყველაზე ჭკვიანი" (ხელმძღვანელი ჯენეტ ქვარცხავა) ჩაატარა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შემეცნებითი გაკვეთილი "მზის შვილები". დღევანდელი ღონისძიება ჩატარდა მოზარდებში ცნობიერების ამაღლების მიზნით.

მედიაგაკვეთილი მარინა დამენიასგან

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის მედიამუზეუმის დამფუძნებელმა მარინა დამენიამ ჟურნალისტთა დღეს მიუძღვნა მედიაგაკვეთილი-სემინარი, რომელიც ზუგდიდში პირველი გაზეთის ,,ავრორას" გამოცემას ეხებოდა. სემინარს კულტურის დარგის წარმომადგენლები, მათ შორის ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ–არქიტექტურულ მუზეუმის თანამშრომლები ესწრებოდნენ. მარინა დამენია ამბობს, რომ ზუგდიდის მედიამუზეუმს, რომელიც ერთადერთია მთელს საქართველოში და 12 ათას სანიმუშო მედიაპროდუქტს...

სოფო ხუბულავასთვის ჟურნალისტიკა თავგანწირვას მოითხოვს

"ზუგდიდელების" სტუმარია რადიო "ათინათის" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, ჟურნალისტი სოფო ხუბულავა. -რატომ ჟურნალისტიკა? -მართალი გითხრათ, ეს შემთხვევით მოხდა. სხვა ფაკულტეტზე ჩავირიცხე, მაგრამ მეორე კურსიდან, მშობლების წინააღმდეგობის მიუხედავად, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე გადავიტანე საბუთები. ყოველთვის მომწონდა ეს პროფესია და როცა დამოუკიდებელი გავხდი, მივიღე ეს გადაწყვეტილება. -სოფო, სხვადასხვა დროს, თანამშრომლობდი სხვადასხვა გამოცემებთან... -დიახ, ჩემი პირველი...

ცესკო მერის არჩევნებს 19 მაისისთვის გეგმავს

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №1 მთაწმინდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები დანიშნა. შესაბამისი განკარგულება კომისიის წევრებმა დღეს გამართულ სხდომაზე მიიღეს. არჩევნები მიმდინარე წლის 19 მაისს გაიმართება და ჩატარდება 31 საარჩევნო უბანზე, სადაც საერთო ჯამში რეგისტრირებულია...

იბრძოლებს ზუგდიდის მერობისთვის ოთო ჭითანავა?

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატებს კიდევ ერთი სახელი და გვარი შეემატა: ზუგდიდელი ოთო (ოთარ) ჭითანავა არა უარყოფს, რომ ამ თანამდებობაზე მისი კანდიდატურა შეიძლება განიხილონ. შეკითხვაზე, თუ რომელი პარტიიდან მოხდება ეს, რადგამ ოთარ ჭითანავა, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა პარტიას წარმოადგენდა, ამბობს: "ეს რა თქმა უნდა არ იქნება "ნაციონალური მოძრაობა". "ზუგდიდელებთან" საუბარში, ოთარ ჭითანავა...

ჩვენი ვებგვერდი

განახლების პროცესშია …