მერის რიგგარეშე არჩევნების თარიღი შეიძლება ხვალ გაირკვეს

მერის რიგარეშე არჩევნები მაისის თვეში გაიმართება. არჩევნების თარიღი ამ დროისათვის ცნობილი არ არის. ზუგდიდის #67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მირანდა მესხმა გვითხრა, რომ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა შეიძლება მაისის პირველნახევარში, ან თვის ბოლოს. "60 დღით ადრე, ოფიციალურად გამოცხადდება. ჩვენც ველოდებით, თვალს ვადევნებთ ცესკოს სხდომის დღის წესრიგს. სავარაუდოდ, ვფიქრობ ხვალ, გაიტანენ სხდომაზე....

კლუბ “ზუგდიდს” ახალი მწვრთვნელი ჰყავს

ზუგდიდის საფეხბურთო კლუბ "ზუგდიდს" ახალი მწვრთვნელი ჰყავს–კახაბერ (კახი) გოგიჩაიშვილი, მან კლუბის ყოფილი მწვრთნელი გიორგი თურმანიძე შეცვალა. კლუბის ინფორმაციით, კახი გოგიჩაიშვილი წლების მანძილზე, თბილისის "დინამოს" ღირსებას იცავდა და გარდა ამისა, მას არაერთ ქართულ კლუბში უთამაშია, მათ შორის იყო უცხოური გუნდებიც. სამწვრთნელო კარიერას რაც შეეხება, კახი გოგიჩაიშვილი 2014-2015 წლების სეზონში თბილისის "დინამოს" თავკაცობდა,...

პირველკლასელთა რეგისტრაციისათვის

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ, 2019-2020 სასწავლო წლისათვის, პირველკლასელთა რეგისტრაციის წესში ცვლილებები შევიდა. პირველი ეტაპი, 2019 წლის 25 მარტს დაიწყება და 5 აპრილს დასრულდება (სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების რეგისტრაცია); მეორე ეტაპი, 2019 წლის 2 მაისიდან 17 მაისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი....

საჩუქარი ფრიდონ თოდუას სახელით

აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სახელით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მეოთხე საჯარო სკოლას საჩუქრად გადასცა პორტატული კომპიუტერები აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრის წარმომადგენლობამ. "სასკოლო საზოგადოება მადლობას უხდის ოჯახს და სამედიცინო ცენტრს გამოჩენილი ქველმოქმედებისთვის. ვიმედოვნებთ, ეს კარგი დასაწყისი იქნება იმისთვის, რომ კურსდამთავრებულები "დაუბრუნდნენ" სკოლას კეთილი საქმეებით''.-ნათქვამია მეოთხე საჯარო სკოლის ფეისბუქგვერდზე.

ჩვენი ვებგვერდი

განახლების პროცესშია …