საქართველოში კორონავირუსის 15 315 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 55 პაციენტი


  • საქართველოში კორონავირუსის 15 315 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 10 894 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 55 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 50 058 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 31 794, „პისიარ“ ტესტით – 18 264.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 30,59%, ბოლო 14 დღის – 32,02%, ბოლო შვიდი დღის – 31,51%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 496 156 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 300 062 გამოჯანმრთელდა, 15 683 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 783 856 აცრა, დღიურად აცრილია 3 560.

კარანტინის რეჟიმშია 10, სტაციონარში მეთვალყურეობას 5 974 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 261 პირი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!