საკრებულოს სხდომა მეათედ ჩაიშალა


  • 31 მაისის საკრებულოს მორიგი სხდომა კვორუმის არრსებობის გამო მეათედ ჩაიშალა. დღესაც სხდომაზე არ გამოცხადნენ “ქართული ოცნების“, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” და “ხალხის ძალის“ წევრები.

ინფორმაციისთვის: მორიგი სხდომა ხვალ, პირველი საათისთვის არის დაანონსებული. საკითხი იგივე რჩება.

1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის გიგა ფარულავას თანამდებობიდან გადაყენების შესახებ;

2. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის მალხაზ თორიას თანამდებობიდან გადაყენების შესახებ;

3. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თეიმურაზ ბასილაიას თანამდებობიდან გადაყენების შესახებ;

4. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის კახაბერ ჩანგელიას თანამდებობიდან გადაყენების შესახებ;

5. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ურბანული განვითარებისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის გიორგი სორდიას თანამდებობიდან გადაყენების შესახებ;

6. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ და გენდერულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის მარიამ ახალაის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ;

7. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის მაია გაწერელიას თანამდებობიდან გადაყენების შესახებ;

8. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და სარევიზიო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ბესიკ გაბუნიას თანამდებობიდან გადაყენების შესახებ;

9. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ბელა მოსიას თანამდებობიდან გადაყენების შესახებ;


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

5 × 3 =

Akismet ანტისპამი