დავით ზაუტაშვილი: “ადამ, ვაშლმა გძლია!”


  • “პოეზია ჩემთვის არის სულის და გონების ერთიანობა, სულიერი მდგომარეობის გადმოცემის ერთ-ერთი საშუალება.”-ამბობს ახალგაზრდა შემოქმედი დავით ზაუტაშვილი. დათო გორელია. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის პროექტში “წარმოაჩინე ახალგაზრდა პოეტები” მიიღო მონაწილოება.

დავით ზაუტაშვილი: “2016 წელს დავამთავრე გორის N7 საჯარო სკოლა. ამავე წელს ჩავირიცხე ილია ჭავჭავაძის საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტში. ამჟამად, ვსწავლობ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე. ვცხოვრობ თბილისში. რაც შეეხება ლექსებს, წერა დავიწყე ადრეულ ასაკში. მაინტერესებს ადამიანის ფსიქოლოგია და სხვადასხვა ხალხების რელიგიები. პროექტის შესახებ, ინფორმაცია მომაწოდა ჩემმა მეგობარმა მარიამ კანკიამ და დაინტერესებიდან გამომდინარე, გამოვთქვი სურვილი მიმეღო მონაწილეობა.

მე იმ კიბეზე აგასწარი, რომელზე ასვლაც შენ მასწავლე და წაქცევისგან ხელით მფარავდი. ახლა, ორივე, შევეგუეთ ამ წლების გასვლას: მე გავიზარდე, შენ კი უფრო დაპატარავდი… ჰო, შენი მუხლი ვეღარ უძლებს ახლა სიმძიმეს, ანუ კალთაში ვეღარ მისვამ, ვეღარც მერევი. მეუბნები რომ ჩემს თვალებში ღმერთი ციმციმებს, და მპირდები რომ არასოდეს გამომელევი… თუმცა, მე გამჩნევ, რომ ზღაპრები გამოგელია, რომ ახლა ჩემი ლექსებით და კითხვით ბრუვდები. ამბობ, რომ სახლი სიმშვიდის და ღმერთის ფერია და მეჩხუბები ყოველთვის, რომ გვიან ვბრუნდები… ტელევიზორი, ბუხარი და მუხლებზე პლედი, შავი ჩიბუხი, თუთუნი და აიტან ხველას, ჩვენი ფანჯრიდან ქალაქის და ქაოსის ხედი და ის წიგნები, წასაკითხად, რომ მირჩევ ყველას. მახსოვს, წერტილის რომ მასწავლე პირველად დასმა, კიდევ შენიშვნა, როცა ბებოს კამფეტს ვპარავდი, როგორ შეგვეტყო, ჩემო პაპა, ამ წლების გასვლა, მე გავიზარდე, შენ კი როგორ დაპატარავდი…

სიზმრად გველი, ცხადში ჩრდილნი, ქარი, ქარი, ქარი, ქარი, ქარი ზიდავს ღრუბლებს… ღვარცოფია მოვარდნილი და სიმშვიდეს ურევს… ხელის კანკალ, სულის კანკალ, ფიქრთა კანკალია, მიმიყვანა მტერმა წყალთან, წყალმა არ დამლია… ძმამ – ისარი, ისარმა – მე, მე კი გადავხუნდი… მე – ნათელი, ირგვლივ ღამე, ირგვლივ ბნელთა გუნდი… ადამ, თავი! გაწი თავი! ვაშლი – ღმერთის მახე… სანამ ფიქრნი ჩაყვინთავენ მოდი, ცოცხლად მნახე… მოდი! ამდენ ცოდვილ სულთან, გაზიარო ქრისტეს… ადამ, ხელი! გაწი ხელი! ადამ, ვაშლმა გძლია! ადამ, რაღაც ცოდვა მებრძვის, მამარცხებს და მიცმევს… ადამ, გველი! ადამ, გველიც ღმერთის შექმნილია!..

დავით ზაუტაშვილი

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!