აზერბაიჯანი „ფაიზერის“ ვაქცინით 16-18 წლის ახალგაზრდების აცრას იწყებს


  • აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, აზერბაიჯანი კორონავირუსის საწინააღმდეგო „ფაიზერის“ ვაქცინით გარკვეული კატეგორიის 16-18 წლის ახალგაზრდების აცრას იწყებს.

ვაქცინაციას ამ ასაკობრივ ჯგუფში შემავალ იმ პირებს შესთავაზებენ, რომლებსაც ქრონიკული დაავადებები აქვთ ან საზღვარგარეთ სწავლობენ.

16-18 წლის თინეიჯერების ასაცრელად საჭირო იქნება ორივე მშობლის წერილობითი თანხმობა, სადაც ასევე მითითებული უნდა იყოს ვაქცინაციის მიზეზი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

15 − 4 =

Akismet ანტისპამი