ლიტერატურული საღამო-“ქართველი მწიგნობარი ქალები”


  • ზუგდიდის ცენტრალურმა ბიბლიოთეკამ ქალთა თვეს ლიტერატურული საღამო -,”ქართველი მწიგნობარი ქალები” მიუძღვნა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ინფორმაციით, დღევანდელ ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხავა ეპოქაში მოღვაწე ქალების ლიტერატურული და მრავალმხრივი საზოგადოებრივი საქმიანობა.

აღინიშნა მარიამ დადიანის, ანასტასია ერისთავი-ხოშტარიას, ეკატერინე გაბაშვილის, ელენე დარიანისა და ანა კალანდაძის ღვაწლი ქართული ლიტერატურის განვითარების საქმეში.

ბიბლიოთეკის მკითხველებმა მოამზადეს საინტერესო პრეზენტაციები. მოეწყო წიგნის -“ქალები და ქალთა საკითხი პირველ დემოკრატიულ რესპუბლიკაში” წარდგინება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

fifteen + ten =

Akismet ანტისპამი