ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში კორონავირუსით მამაკაცი გარდაიცვალა


  • სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით სულ კარანტინში იმყოფება – 99 პირი. რუხის კლინიკაში იმყოფება – 148 კოვიდ პაციენტი, მათ შორის საშუალო სიმძიმის 80.

“სენამედის” კლინიკაში იმყოფება – 40 კოვიდ პაციენტი, მათ შორის მძიმე 2.

ფოთის კლინიკაში იმყოფება – 40 კოვიდ პაციენტი, მათ შორის მძიმე 13 პაციენტი.

ამავე ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსით 71 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მიქავას მკვიდრი იყო. ჰქონდა თანმდევი დაავადებები. პაციენტი მკურნალობას ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადიოდა.

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

9 − five =

Akismet ანტისპამი