ზუგდიდელი ლევან დარასელია კუდოში ორგზის ევროპის ჩემპიონია


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სპორტულ დაწესებულებათა მართვის ცენტრის ინფორმაციით, ქართველმა კუდოისტებმა იტალიის დედაქალაქ რომში, გამართულ ევროპის ჩემპიონატზე, დიდებსა და 19 წლამდელთა შორის 7 მედალი მოიპოვეს – 5 ოქრო, 1 ვერცხლი, 1 ბრინჯაო.

ზედიზედ მეორედ ევროპის ჩემპიონის ტიტული დიდებში მოიპოვა ზუგდიდიელმა ლევან დარასელიამ (პირადი მწვრთნელი ირაკლი პაპავა), ხოლო რომეო გაბლაიამ მეორედ მოიპოვა ბრინჯაოს მედალი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

9 − 9 =

Akismet ანტისპამი