ზუგდიდის №3 საჯარო სკოლას ზვიად გამსახურდიას სახელი მიენიჭა

IMG_0488

ზუგდიდის №3 საჯარო სკოლას ზვიად გამსახურდიას სახელი მიენიჭა. აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე გახდა ცნობილი.  აღნიშნულ გადაწყვეტილებას დეპუტატებმა ერთხმად უყარეს კენჭი.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მუშაობა დაასრულა

IMG_0474

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბოლო სხდომაზე, გუშინ, ცაიში-თბილისის გზაზე, ტრაგიკულად დაღუპულ, გამგებლის მოადგილეს თამაზ ჟორჟოლიანს წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი. საკრებულოს სხდომაზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელს ლაშა გოგიას ანგარიშის მოსმენა უნდა გამართულიყო, მაგრამ მისი მოადგილის  ტრაგიკული გარდაცვალების გამო, გამგებლის მოსმენა არ შედგა. 

ავტოკატასტროფის შედეგად დაიღუპა თამაზ ჟორჟოლიანი

jorjoliani

 გუშინ, ავტოკატასტროფის შედეგად, გარდაიცვალა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე თამაზ ჟორჟოლიანი. თამაზ ჟორჟოლიანი 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში არჩეულ იქნა ცაიშის მაჟორიტარ დეპუტატად. სხვადასხვა დროს, იყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  გამგებლის მოადგილე, ქალაქ ზუგდიდისა და ზუგდიდის რაიონის პრეფექტი, საქართველოს უზენაესი საბჭოს ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი.

ნიკა ლაშხია, ჰაიკუ და «ახალი «სარკმელელების» სამყარო პოეტის შემოქმედებაში

IMG_0464

ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ნორჩ ჟურნალისტთა კლუბმა «სარკმელი», დღეს, ახალგაზრდა ზუგდიდელ პოეტს და ტელეწამყვანს ნიკა ლაშხიას უმასპინძლა, რომელმაც კლუბის წევრებს თავისი პოეზიიდან  ფრაგმენტები წაუკითხა და გულახდილად ისაუბრა საკუთარ შემოქმედებით სამზარეულოზე, 

ნანა შედანია: მე დავბრუნდი ჩემს ქალაქში და ვიზრუნებ მისი განვითარებისთვის

nana1

«ჟურნალ „ზუგდიდელების“ სტუმარია ააიპ „ახალგაზრდები სამეგრელოს განვითარებისთვის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ნანა შედანია, რომელიც პროფესიით იურისტია. მუშაობს „ლაზიკა კაპიტალის,“ იურიდიულ განყოფილებაში, გარდა ამისა, აქტიურად არის დაკავებული სხვადასხვა პროექტის განხორციელებით.

ზუგდიდში, რეაბილიტირებული ინფექციური საავადმყოფო საზეიმოდ გაიხსნა

IMG_0383

«ბლოკ- ჯორჯიამ» და მენეჯმენტმართვის ჯგუფმა «პრაიმედმა», დღეს, ზუგდიდში, ონარიის დასახლებაში, რეაბილიტირებული ინფექციური საავადმყოფო საზეიმოდ გახსნეს.  კლინიკის რეაბილიტაცია მილიონ ლარამდე დაჯდა. 

რუსთაველის იუბილისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია უნივერსიტეტში

IMG_0371

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიხსნა შოთა რუსთაველის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ირანის რესპუბლიკიდან ჩამოსულმა სტუმრებმა.  

#15-ე საბავშვო ბაღში, აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის, სპეცჯგუფი გაიხსნა

IMG_0341

ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური ხელშეწყობით და ჩეხეთის რესპუბლიკის «კარიტასის» მხარდაჭერით, თბილისის შემდეგ, ზუგდიდში, დღეს,#15-ე საბავშვო ბაღში, აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის, სპეცჯგუფი გაიხსნა.

„შემოდგომის მოტივები“ ცენტრ «ოდიშთან» ერთად

IMG_0332

დღეს, კულტურის ცენტრ „ოდიშის“ მიერ განხორციელებულ პროექტში „შემოდგომის მოტივები“ მონაწილეობა მიიღეს ორსანტიის, ანაკლიის, ზედაეწერის, ახალაბასთუმნის, ახალკახათის და ცაიშის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა. შეხვედრის მონაწილეებმა წარმოადგინეს სხვადასხვა კუთხე სიმღერებით, ცეკვებით და სამზარეულოთი.

საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრების განხილვა დაიწყო

IMG_0277

ზუგდიდის, 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ საჩივრების განხილვა დაიწყო. 67-ე საოლქო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის ინფორმაციით, სულ ათი საჩივარია შემოსული, მაგრამ ერთის აღმოფხვრა უბანზე მოხდა, შესაბამისად ცხრა საჩივრის განხილვა გაიმართა. 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 150
Powered by WordPress | Designed by: wordpress themes free | Thanks to Find Free WordPress Themes, wordpress themes 2012 and WordPress Themes