საქართველოში კენჭისყრის პროცესი დასრულდა

fb_logo_geo

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 1 975 845-მა ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 56.23 %-ია. ამ რაოდენობაში არ შედის საზღვარგარეთ არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლების რაოდენობა. «კენჭისყრის პროცესმა მთელს ქვეყანაში მშვიდად და განსაკუთრებული დარღვევების გარეშე ჩაიარა.

ზუგდიდში 15 საათის მონაცემებით, არჩევნებზე 39 ათას 516 ამომრჩეველი მივიდა

44936523_1005252122998184_7242977120773734400_n

ზუგდიდში 15 საათის მონაცემებით, არჩევნებზე 39 ათას 516 ამომრჩეველი მივიდა. ზუგდიდის #67 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის განმარტებით, ეს ამომრჩევლის საერთო რაოდენობის 32,7%-ია.

როზა ჩიკვატია: რომელს მიგაქვთ სასაფლაოზე ყუთი?

roza chikvatia

როზა ჩიკვატია ზუგდიდელია, ბაზრის ჩასასვლელთან პრესას, სათვალეებს და სუნამოებს ყიდის. ყოველდღე აქ არის და მთელი ქალაქი იცნობს. დღესაც აქ არის. ზოგადად, ბაზარში ხალხმარვლობაა, მყიდველი და გამყიდველი უამრავია, მხოლოდ თემაა ერთი–ვინ, ვის მისცა ხმა და რა ხდებოდა საარჩევნო უბნებზე.

12 საათის მონაცემებით ზუგდიდში 20 ათას 310-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა

44936523_1005252122998184_7242977120773734400_n

ზუგდიდის საარჩევნო ოლქში 12 საათის მონაცემებით კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 20 ათას 310-მა ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 16,81%-ია გვითხრა ზუგდიდის #67 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მირანდა მესხმა. მისი თქმით, ამ დროისათვის 8 საჩივარია დაწერილი. 

10 საათის მონაცემებით ზუგდიდში ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 5.75% შეადგინა

44936523_1005252122998184_7242977120773734400_n

ზუგდიდის #67 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის ინფორმაციით, 10 საათის მონაცემებით, ზუგდიდში ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 5. 75%, რაც იმას ნიშნავს, რომ საკუთარი არჩევანი 6 954 მოქალაქემ დააფიქსირა.

დღეს, ზუგდიდში, სავაჭრო ცენტრი «ალიანსი» არ გახსნილა

20181128_094936

დღეს, დილიდან არ გახსნილა სავაჭრო ცენტრი «ალიანსი». როგორც იქვე, ახლოს მდებარე სავაჭრო ობიქტების თანამშრომლებმა გვითხრეს, არჩევნებზე სავაჭრო ცენტრი ყოველთვის დაკეტილია. დღეს, საქართველოში პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.

საქართველოში პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

fb_logo_geo

დღეს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური იმართება. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის არჩევნების პროფესიულ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში ჩასატარებლად.

«თორმეტიანელები» და «ზვიადისტები» საპრეზიდენტო არჩევნებზე

IMG_8711

დღეს, ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრში, საზოგადოებრივმა მოძრაობამ «12-იანელები–ღირსეული საქართველოსთვის», მხარდამჭერებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერები.

ხვალ, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური გაიმართება

fb_logo_geo

28 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური გაიმართება. ამასთან დაკავშირებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ შემაჯამებელი საინფორმაციო ბრიფინგი გამართა. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, არჩევნების ჩასატარებლად სრულ მზადყოფნაშია 3 703 საარჩევნო უბანი.

გუკა ბაძაღუას მხარდასაჭერი აქცია გაიმართა

IMG_8690

დღეს, ზუგდიდის სასამართლოსთან გაიმართა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტის, გუკა ბაძაღუას მხარდასაჭერი აქცია. აქციის მონაწილეთა თქმით, გუკა უდანაშაულოა და მოითხოვეს მისი გათავისუფლება წინასწარი პატიმრობიდან.

1 2 3 4 5 6 7 8 202
Powered by WordPress | Designed by: wordpress themes free | Thanks to Find Free WordPress Themes, wordpress themes 2012 and WordPress Themes