თემის საკრებულოში 5 კომისია იმუშავებს

ზუგდიდის თემის საკრებულოში 5 კომისია იმუშავებს. სხდომაზე კომისიის თავმჯდომარეები ფარული კენჭისყრით აირჩიეს. საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ  მერაბ ხვიჩია აირჩიეს. იურიდიულ და სამანდატო საკითხთა კომისიას მაიზერ ნანავა უხელმძღვანელებს.

«ეს ღვთისმშობლის შეურაცხყოფაა»

გთავაზობთ საინფორმაციო სააგენტო ,,ლაივპრესის’ მიერ დღეს გავრცელებულ ვიდეორგოლს, სადაც ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ეპისკოპოსი მიტროპოლიტი გერასიმე ვლაქერნობის სადღესასწაულო წირვის  ქადაგებაში ხაზგასმით აფიქსირებს სამღვდელოების პოზიციას ანაკლიაში 20-30 აგვისტოს დაგეგმილი მუსიკალური ფესტივალის ,,კაზანტიპის» შესახებ.

ზუგდიდის «ზუგდიდი» უმაღლეს ლიგაში

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მოთამაშე გუნდების რაოდენობა 16-ით განისაზღვრა. სხდომაზე 12, 14 და 16-გუნდიანი ჩემპიონატების დებულებები იყო წარადგენილი. ხანგრძლივი განხილვის შემდეგ, 16-გუნდიანი ჩემპიონატის ფორმატი დამტკიცდა.

კახა მიქაია დამოუკიდებელი დეპუტატი იქნება

ზუგდიდის თემის საკრებულოს წევრმა ,,ქართული ოცნებიდან» კახა მიქაიამ დღეს, საკრებულოს პირველსავე სხდომაზე  განცხადება გააკეთა იმის შესახებ, რომ ის არ გაერთიანდება საკრებულოს არცერთ ფრაქციაში, მათ შორის არც ,,ქართულ ოცნებაში», რომლის მხარდამჭერიცაა, მაგრამ არა წევრი, რომ ის იქნება დამოუკიდებელი დეპუტატი საკრებულოში.

მერაბ ქვარაია ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარედ

ჩატარდა ქალაქის საკრებულოს პირველი სხდომა, სადაც ხმათა უმრავლესობით საკრებულოს თავმჯდომარედ მერაბ ქვარაია აირჩიეს. ასევე, ხმათა უმრავლესობით, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ არჩეულიქნა გიორგი თოდუა.  მერაბ ქვარაია ,,ქართული ოცნების» წარმომადგენელია. გიორგი თოდუა ,,რესპუბლიკური პარტიის»,

ლაშა გოგია თემის საკრებულოს უხელმძღვანელებს

თვითმმართველი ქალაქი ზუგდიდის თემის საკრებულოს პირველ სხდომაზე, საკრებულოს თავმჯდომარედ, 30 ხმით, არჩეულიქნა ლაშა გოგია, რომელიც ,,ქართული ოცნების» რაიონული ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ, ხმების იგივე რაოდენობით, არჩეულიქნა ლაშა ადეიშვილი. საკრებულოს სხდომაზე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ნანა ოყუჯავამ უფლებამოსილების ბარათი გადასცა და ზუგდიდის თემის გამგებლად არჩევა მიულოცა ედიშერ თოლორაიას.

საკრებულოების პირველი სხდომები იწყება

ხვალ, დილის 10.00  საათზე, გაიმართება თვითმმართველი ქალაქი ზუგდიდის თემის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველი სხდომა, 15.00-ზე კი შედგება თვითმმართველი ზუგდიდის ქალაქის საკრებულოს სხდომა.

დემონტაჟი თუ რეკონსტრუქცია?

ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრის შენობის დემონტაჟს განახორციელებს სამხრეთ კორეის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი, რომელმაც ხელი უნდა მოაწეროს საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის მემორანდუმს. ზემოთ აღნიშნული ფონდი ფლობს სათეატრო და საკონცერტო დარბაზების მშენებლობის ტექნოლოგიებს. ამ დარგში მსოფლიოში პირველები არიან. ზუგდიდის თეატრის მშენებლობა 30 მილიონი ამერიკული დოლარი დაჯდება და იქნება კლასიკური სათეატრო შენობა. ამ საკითხთან დაკავშირებით `ზუგდიდთან~ საუბრობს თეატრის დირექტორი მაია კალანდია:

1 197 198 199 200 201 202
Powered by WordPress | Designed by: wordpress themes free | Thanks to Find Free WordPress Themes, wordpress themes 2012 and WordPress Themes