live რეჟიმში შეხვედრა საქართველოს უნივერსიტეტის რექტორთან


დღეს, ზუგდიდში, live რეჟიმში, შედგა აბიტურიენტებისა და დაინტერესებული პირების შეხვედრა საქართველოს უნივერსიტეტის რექტორთან, კონსტანტინე თოფიურიასთან, რომელმაც ზუგდიდის  წარმომადგენლობაში შეკრებილებს, საქართველოს უნივერსიტეტის შესაძლებლობების, სერვისების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა

უნივერსიტეტის მიერ აბიტურიენტებისათვის განკუთვნილ სერვისებსა და სიახლეებზე საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების წარმომადგენელმა, მარიამ ლაბუჩიძემ ისაუბრა. შეკრებილებმა კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს და უნივერსიტეტის შესახებ მომზადებული ფილმის ჩვენებასაც დაესწრნენ.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!