Facebook-ი Flash-იდან HTML5-ზე გადავიდა


ინტერნეტ-რესურსების უმეტესი ნაწილი უარს ამბობს Flash ტექნოლოგიის გამოყენებაზე და აქტიურად ეძებს ალტერნატიულ გზებს. წელს მისი მხარდაჭერა youtube -მ  შეწყვიტა, მას უერთდება სოციალური ქსელი facebook – ი, რომელშიც ნებისმიერი ვიდეორგოლი ჩაირთვება მხოლოდ HTML5 ის გამოყენებით განურჩევლად იმის, თუ რომელ ბრაუზერს იყენებთ. კომპანიაში თვლიან, რომ ეს გადაწყვეტილება უფრო უსაფრთხოა

ვიდრე Flash ტექნოლოგიის გამოყენება, რომელიც მისი ხარვეზების გამო დღემდე რჩება ჰაკერების საყვარელ ინსტრუმენტად.

რამდენადაც კომპანიის ტექნიკური სპეციალისტები ამბობენ, მთლიანად Flash ტექნოლოგიაზე უარის თქმას არ აპირებენ, ვინაიდან ინტერნეტში პოპულარული თამაშების უმრავლესობა იყენებს ამ ტექნოლოგიას.

შეგახსენებთ, რომ კომპანიამ Adobe გადაწყვიტა ტექნოლოგიის დახვეწა და და შეუდგა HTML5 – ის კონტენტის შექმნას. ახალ პროდუქტს Animate CC დაარქვეს

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!