27 სექტემბერი-სოხუმის დაცემის დღე, ქართველი გმირების დღე…


27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, კარის ეკლესიაში აფხაზეთში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს, რომელსაც დაესწრნენ დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, თბილისის მერი დავით ნარმანია, მხარის გუბერნატორი ლევან შონია. 

იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც. მოგვიანებით, დევნილთა და განსახლების მინისტრმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა: “ ზუსტად 24 წლის წინ, ვიყავი სოხუმში, მეც ჩემს თანამოქალაეებთან ერთად დავტოვე სოხუმი და ჩემს ცხოვრებაში უფრო დიდი ტკივილი ცხადია არ განმიცდია, თუმცა იმავდროულად დიდ ტკივილში არის დიდი იმედი. გმირების დაღვრილი სისხლი და ჩვენი სიმტკიცე არის იმის გარანტი, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აუცილებლად აღსდგება და ყველა ადამიანი დაუბრუნედება თავის სახლს, მე ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული“.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=7ageC5nfrmo[/embedyt]

სოზარ სუბარმა ყოფილ რაიონულ საავადმყოფოში ჩასახლებულ დევნილებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ზუგდიდში დაწყებულია ათი კორპუსისი მშენებლობა. „ მინდა გავაფრთხილო ის ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ვიღაცეების გრძნობებზე ითამაშონ, შანტაჟით ვერ გააწყობენ ვერაფერს. შიმშილობებით არ ხდება ბინების  განაწილება, განაწილება ხდება ძალიან მკაფიო კრიტერიუმებით“. დევნილთა და განსახლების მინისტრის განმარტებით, სამინისტროს აქვს გეგმა, რომელი შენობები უნდა დახურონ და რამდენ ქულიანებმა უნდა მიიღონ ამ ეტაპზე ბინები.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=Tu-atTqiWMA[/embedyt]


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!