2019 წლიდან, 140 000-მდე სოციალურად დაუცველი ბავშვი გაზრდილი დახმარებით ისარგებლებს


დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით: “2019 წლიდან გაზრდილი ყოველთვიური დახმარებით 140 000-მდე სოციალურად დაუცველი ბავშვი ისარგებლებს. ბავშვებისა და ბავშვიანი ოჯახების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, 

 სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახებში, სადაც 16 წლამდე ბავშვები ცხოვრობენ და მათი სარეიტინგო ქულა 100 000-ს არ აღემატება, ყოველთვიური დანამატის ოდენობა იზრდება 50 ლარამდე. რომლის ფარგლებშიც 20 ლარი იქნება ფულადი ბენეფიტი, ხოლო 30 ლარი – კვების ვაუჩერი”.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!